საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 1.6549 ნიშნულზე დაეცა.
წინა ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარი 1.6509 ლარი იყო.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალიდან ძალაში შევა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი - 1 აშშ დოლარი/1.6549 ლარი.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო 2.0779 ლარი ეღირება. დღეს კი, ევროს ფასი 2.0682 ლარია.

















