logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: წლევანდელი წელი იყო საკმაოდ კარგი და შედეგიანი, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომლის ერთ-ერთი მდგენელიც ტურისტული ინდუსტრიაა
ნათია თურნავა: წლევანდელი წელი იყო საკმაოდ კარგი და შედეგიანი, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომლის ერთ-ერთი მდგენელიც ტურისტული ინდუსტრიაა
16:23 30.12.2019
წლევანდელი წელი იყო საკმაოდ კარგი და შედეგიანი, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომლის ერთ-ერთი მდგენელიც ტურისტული ინდუსტრიაა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის წლის შემაჯამებელი პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ყველა გამოწვევის მიუხედავად, მიმდინარე წელს საერთაშორისო მოგზაურების რეკორდულ რაოდენობას - 9 300 0000 ადამიანს ვუმასპინძლეთ.
„ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რომელიც შესაძლებელი გახდა მთავრობის, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობით, განსაკუთრებით კი ივნისის მოვლენების შემდეგ, როდესაც ტურიზმს საკმაოდ დიდი გამოწვევა დაატყდა თავს, ჩვენ შევიმუშავეთ ანტიკრიზისული გეგმა და ძალიან სწრაფად, ოპერატიულად გვერდში დავუდექით ყველაზე პატარა, მცირე, საოჯახო სასტუმროებს და მათ ეს ტვირთი შევუმსუბუქეთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, უფრო მიზნობრივი გახდა ფინანსური დახმარების პრიორიტეტები პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.

„ასე რომ, 2020 წელი იქნება ტურიზმზე ორიენტირებული წელი. სასტუმროებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ბალნეოლოგიურ კურორტებს და ტურისტულ სერვისებს, მათ შორის, თემატურ პარკებს, ეთნოსოფლებს, სათავგადასავლო ტურიზმს და სხვა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დედაქალაქის მერი კახი კალაძე, მთავრობის სხვა ოფიციალური პირები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2019 წელს პირველად, საქართველოს ისტორიაში 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში უკვე დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.1%-ია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა