logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: მთავრობის ძირითადი ამოცანაა ძლიერი ქართული ბიზნესი, განვითარებული კომპანიები, რომლებიც დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნიან
გიორგი გახარია: მთავრობის ძირითადი ამოცანაა ძლიერი ქართული ბიზნესი, განვითარებული კომპანიები, რომლებიც დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნიან
12:48 30.12.2019
ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანაა ძლიერი ქართული ბიზნესი, ძლიერი ქართული კომპანიები, რომლებიც ქმნიან ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის 2019 წლის ბოლო სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებზე აღნიშნა, რომ ეკონომიკის მიმართულებით მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სამუშაო ადგილებია.

„სამუშაო ადგილები არის უაღრესად დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს არ გვილხინს, თუმცა უნდა ვიმუშაოთ მეტი, კონცენტრირებულად და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორი სამუშაო ადგილების შექმნაში გახლავთ ქართული ბიზნესი. ჩვენ გავააქტიურეთ ურთიერთობა, თანამშრომლობა ბიზნესთან, მოვხსენით ბევრი მიმდინარე პრობლემა, თუმცა არსებობს კიდევ ბევრი სისტემური გამოწვევები, რომლებსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, საკმაოდ კარგი ციფრები გვაქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, 10 თვის მონაცემებით, საქართველოში 2019 წელს ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 5%-ზე მეტი. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებს წლის საბოლოო მონაცემებსაც.

„კარგი მონაცემები გვაქვს მესამე კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. გვაქვს 14%-იანი ზრდა, თუმცა კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა დავანახოთ მაქსიმალურად ჩვენს პარტნიორებს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კარგი მონაცემები გვაქვს ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ციფრმა 9 მილიონს გადააჭარბა.

„დღეს, ასევე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ზამთრის კურორტები - მესტია, გუდაური, გოდერძი, ბაკურიანი, დღეს მზად არიან უმასპინძლონ ჩვენს უცხოელ სტუმრებს, ტურისტებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა, ასევე ისაუბრა სულ რამდენიმე კვირის წინ დაწყებულ დაჩქარებულ პრივატიზაციაზე.

„ეს ნიშნავს 100 ქონებას, რომელიც მუდმივად იქნება ეკონომიკის სამინისტროს ნუსხაში და რომელიც გვაძლევს საშუალებას, გავააქტიუროთ ის აქტივები, რომელიც ჯერ აქამდე ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას არ იღებდა. სულ რამდენიმე კვირის, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში უკვე მოხდა 28 ქონების რეალიზაცია, რაც დაახლოებით 45 მილიონ ლარს აღემატება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მიწის სისტემურ რეგისტრაციაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც 2020 წლიდან დაიწყება. გიორგი გახარიას თქმით, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმაა და სამი წლის განმავლობაში აღნიშნული პრობლემას მოგვარდება.

„ეს რეფორმა გვაძლევს საშუალებას, რომ მიწა, როგორც ერთ-ერთი ძირითადი ეკონომიკური აქტივი იყოს ჩართული სრულად ეკონომიკურ ცხოვრებაში და ბრუნვაში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა, ასევე ისაუბრა სახელმწიფო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“.

ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობის ისეთი წარმატებული პროექტები, რომლებიც წლებია ხორციელდება, მაგალითად „აწარმოე საქართველოში“, რომელიც საჭიროებას შემდგომ განვითარებას, შემდგომ მოდერნიზებას, 2020 წლისთვის უნდა მივიდეს თითქმის თითოეულ ქართულ ოჯახში, ის გაიშლება რეგიონებში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები, მეწარმეობის დახმარების, ისევე როგორც ეკონომიკის სამინისტროს პროგრამები იქნება ერთი ფანჯრის პრინციპით გაშლილი რეგიონში და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელსაც აქვს სურვილი აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე, გახდეს მეწარმე, იქნება ის ახალგაზრდა, რომლებისთვისაც განსაკუთრებული პროგრამები იქნება, ჩვენ მივესალმებით და ყველა მხრივ დავუჭერთ მხარს იმისთვის, რომ მივცეთ საშუალება, ადამიანებმა იზრუნონ პირველ რიგში, თავიანთ კეთილდღეობაზე და ყველაზე წარმატებულებმა შეძლონ შემდგომში შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა