logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია წიაღის სექტორში მეტად განვითარდეს მცირე, მაგრამ ეფექტური და ეკოლოგიურად მაღალტექნოლოგიური საწარმოები
ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია წიაღის სექტორში მეტად განვითარდეს მცირე, მაგრამ ეფექტური და ეკოლოგიურად მაღალტექნოლოგიური საწარმოები
15:19 28.12.2019
„მე არაერთხელ განვაცხადე, რომ წიაღის სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საქართველოში რაც შეიძლება მეტად განვითარდეს მცირე, მაგრამ ეფექტური და ეკოლოგიურად ძალიან მაღალტექნოლოგიური საწარმოები, რომლებიც არამხოლოდ მოიპოვებენ წიაღს, არამედ შეძლებენ მათ გადამუშავებასაც და შექმნიან დამატებით დოვლათს ქვეყანაში“ - ეს განცხადება ნათია თურნავამ შიდა ქართლის რეგიონში შპს „კავკას ცემენტ ჯორჯიას“ კვარციანი ქვიშის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე გააკეთა. ეკონომიკის მინისტრმა დაათვალიერა წიაღის გადამუშავების პროცესი, რომელიც ევროპული, მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ხორციელდება.

„ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი არის სამშენებლო ინდუსტრია, სახელმწიფო ბევრ ინვესტიციას ახორციელებს ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარებაში, საშენ მასალებზე მოთხოვნა იზრდება და ჩვენ, გამარტივებული პროცედურებითა თუ სხვადასხვა ბერკეტით ყოველთვის გვერდში დავუდგებით ისეთ საწარმოებს, რომელიც დღეს გავხსენით“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შპს „კავკას ცემენტ ჯორჯია“ ფლობს ევროპული სტანდარტის დანადგარებს, რომლის საშუალებითაც რესურსის გადამუშავება ხდება ადგილზე. საწარმოში დასაქმებულია 35 ადგილობრივი მოქალაქე და მომდევნო წლებში მათი რაოდენობის გაზრდა იგეგმება. საწარმოში 3 500 000 ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. კომპანიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 2018 წელს, 20 წლის ვადით გაიცა.

დღესვე ეკონომიკის მინისტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში წიაღის მომპოვებელ და გადამამუშავებელ მეწარმეებს შეხვდება, სადაც წიაღის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილავენ. შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა