logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ფოთის მერიაში თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით არსებული პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს
ფოთის მერიაში თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით არსებული პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს
20:55 25.12.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ქალაქ ფოთში თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას და თევზის გადამმუშავებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიღწეულია შეთანხმება, რომ თევზის საწარმოო პროცესით გამოწვეული სუნი, მოსახლეობისთვის გაუსაძლისი არ უნდა იყოს. შესაბამისად, ყველა საწარმოს, რომელიც არ აკმაყოფილებს ნორმებს, სამუშაო პროცესი შეუჩერდება.
"გარემოზე ზემოქმედების შემთხვევაში, ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს როგორც სანქციებს ჯარიმის სახით, ისე ზიანის ანაზღაურებას კომპანიების მხრიდან. გრძელვადიან გეგმებზე თუ ვისაუბრებთ, სანქციები უფრო უნდა გამკაცრდეს და ეს ინიციატივა მთავრობამ საქართველოს პარლამენტს უკვე წარუდგინა. რაც შეეხება მოკლევადიან გეგმას, სეზონის განმავლობაში სამუშაო ჯგუფი, გუბერნიასთან და სამოქალაქო აქტივთან ერთად აქტიურად ვიმუშავებთ, რომ იგივე პრობლემის გაჩენის შემთხვევაში, ნორმების დამრღვევმა საწარმომ მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლოს. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, წარმოქმნილი პრობლემა და სუნი არაჯანსაღი სანედლეულო ბაზის არსებობით იყო გამოწვეული, რადგან არ ხდებოდა პროდუქციის დროული მიწოდება საწარმოებისთვის. საწარმოთა უმრავლესობას თანამედროვე ფილტრები და გამწმენდი საშუალებები აქვს, თუმცა მათ მიმართ მაინც არსებობს პრეტენზია, რაც გამოყენებული წყლების უტილიზაციას უკავშირდება. ყველა ასეთი საწარმოს მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება", – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ აღნიშნა, ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია პრობლემის მოგვარებაში.
"დღევანდელი მდგომარეობით, საწარმოებს დაახლოებით 60 ტონამდე ნაშთი აქვთ დარჩენილი, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებისა და სამუშაო ჯგუფის ზედამხედველობის ქვეშ, ერთ-ერთ ფაბრიკაში გადამუშავდება. ამის შემდეგ, კი, ფაბრიკები შეაჩერებენ მუშაობას. რა თქმა უნდა, მოსახლეობის მოთხოვნა არის სამართლიანი. სამუშაო ჯგუფი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა საკითხი გადაწყდეს სამართლებრივ ჭრილში და საწარმოებმა კარგად გაითავისონ თუ რა პირობებში უნდა მოახდინონ თევზის გადამუშავება ისე, რომ მოსახლეობა არ დააზარალონ", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ხელისუფლების წარმომადგენლების ინიციატივით, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ადგილობრივ მოოქალაქეებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და თევზის გადამმუშავებელი საწარმოების მფლობელებს გააერთიანებს. სამუშაო ჯგუფი მონიტორინგს გაუწევს ფოთში აღნიშნული პრობლემის მოგვარებას და აქტიური კომუნიკაცია ექნება ხელისუფლებასთან.
ფოთის მერიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვის მინისტრმა და სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, თევზის გადამმუშავებელი საწარმოები და ნავმისადგომის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც თევზის რეწვის სეინერებიდან ქაფშიის გადმოტვირთვა ხორციელდება.
ამ ეტაპზე, ფოთში თევზის პროდუქტების გადამმუშავებელი 4 ქარხანა ფუნქციონირებს. მათ მიერ, სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას არსებული ნორმების დაცვას, შესაბამისი სამსახურები დეტალურად სწავლობენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა