logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ეკატერინე მიქაბაძე: სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით რეფორმები გრძელდება
ეკატერინე მიქაბაძე: სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით რეფორმები გრძელდება
20:51 25.12.2019
"სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობა", - ასე ჰქვია თემატურ მოკვლევას, რომლის პრეზენტაციასაც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე დაესწრო. პრეზენტაცია სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.



მოკვლევის პრეზენტაცია წარმოადგინა თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა. მან დეტალურად ისაუბრა მოკვლევის მნიშვნელობაზე და წარმოადგინა რეკომენდაციები, რომლებმაც უნდა გააუმჯობესოს სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობა და ხელი შეუწყოს სახელმწიფო საწარმოთა მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრას.



"სახელმწიფოსაწარმოების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში კომპლექსური რეფორმები გატარდა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საწარმოების მართვის გაუმჯობესების და მათი ფუნქციონირების მონიტორინგის კუთხით. ცალკე აღსანიშნავია ოპტიმიზაციის პროცესი, რის შედეგად, 1300 საწარმოდან, რომელიც 2013 წლისთვის ფუნქციონირებდა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მეშვეობით სახელმწიფო პარტნიორის უფლებამოსილებას დღეს მხოლოდ 98 საწარმოში ახორციელებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ. ეკატერინე მიქაბაძემ დადებითად შეაფასა პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობა სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობის შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების მომზადების შესახებ.



"ჩვენ მაქსიმალურად დავაჩქარებთ უმოქმედო სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების პროცესს. ასევე ჩვენი გეგმაა, მაჟორიტარული წილის მფლობელებს შევთავაზოთ წილები იმ საწარმოებში, სადაც ჩვენ მინორიტარულ წილებს ვფლობთ. ჩვენ აქტიურად დავიწყებთ სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო საწარმოების შემთხვევაში კორპორატიული მართვის პრინციპების დანერგვას მათი მართვის ეფექტიანობის გაზრისათვის," - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. მისი თქმით, მოკლე პერიოდში, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზოგადოებას წარუდგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ და საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით განსახორციელებელ სამოქმედო გეგმას.



პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა, რომ თემატური მოკვლევის ჯგუფი მონიტორინგს გაუწევს იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც ჯგუფის შეხვედრების ფარგლებში მომზადდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა