logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: რეგიონულ სატრანსპორტო მარშრუტებში საქართველოს ჩართულობამ გაზარდა როგორც სახმელეთო გადაზიდვები, ასევე სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
ნათია თურნავა: რეგიონულ სატრანსპორტო მარშრუტებში საქართველოს ჩართულობამ გაზარდა როგორც სახმელეთო გადაზიდვები, ასევე სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
19:35 25.12.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წლიური ანგარიში და სამომავლო გეგმები განიხილეს.


აღინიშნა, რომ ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და რეგიონის ქვეყნებთან გაფორმებული ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებებიდან გამომდინარე, საგრძნობლად გაიზარდა სახმელეთო გადაზიდვების რაოდენობა. კერძოდ, თუკი 2016 წელს ტვირთის სახმელეთო გადაზიდვისთვის 40,697 ნებართვა გაიცა, 2019 წლის 11 თვეში ეს მაჩვენებელი 92,078 ნებართვამდე გაიზარდა.


მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებში უფრო აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას იძლევა, რაც არა მხოლოდ დამატებით შემოსავლებში, არამედ დასაქმების ზრდაშიც აისახება. "სხვადასხვა საერთაშორისო სატრანსპორტო სქემებში ინტეგრაცია ახალ შესაძლებლობას ქმნის ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის. ჯერ ერთი, საქართველო უკვე გახდა უსაფრთხო, კომფორტული და მაქსიმალურად მოკლე სატრანსპორტო მარშრუტი სახმელეთო გადამზიდავებისთვის. ამავე დროს, ქართველი მძღოლებისთვის, რომლებმაც გადამზადება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ტრენინგ ცენტრში გაიარეს, წარმოიშვა კარგი შესაძლებლობა, რათა ევროპის კავშირის ქვეყნებში დასაქმდნენ," - განაცხადა მინისტრმა.


სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხმალაძის ინფორმაციით, საქართველოს EჩMთ - ის (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის) მიერ გამოყოფილი აქვს კვოტა, რომლითაც ქართველ გადამზიდავებს, რომელთა სატვირთო ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა შესაბამისობაშია ევროპის ხარისხის ქარტიის მოთხოვნებთან, საკუთარი კვოტა ჯერ კიდევ აგვისტოში აითვისეს, რაც მნიშვნელოვნად მეტია 2014 წლის მაჩვენებელთან. მისი თქმით, ეს სტატისტიკა ცხადყოფს იმას, რომ ქართველი გადამზიდავებისთვის ახალ ევროპულ ბაზარზე გასვლა არის დამატებითი შესაძლებლობა, რაც წარმატებითაა გამოყენებული.


გარდა ამისა, გრძელდება ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება ან არსებულის გაუმჯობესება რეგიონის ისეთ სახელმწიფოებთან, როგორიცაა თურქეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, ლატვია, უკრაინა, ირანი, ჩინეთი, უზბეკეთი, უკრაინა და სხვ. ქართული მხარის მიერ თურქეთთან მიღწეული შეთანხმებით, 2019 წლისათვის დაკმაყოფილდა საქართველოს მხარის მოთხოვნა სატვირთო გადაზიდვების კვოტებზე და პირველად გამოიყო თურქეთის პორტებში საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდავი კომპანიებისთვის დაშვების ნებართვა.


კიდევ ერთი წარმატებული მიმართულება, რომელსაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს, ქართველი მძღოლების სწავლება-გადამზადებას შეეხება. სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრის პროგრამები აკრედიტირებულია საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის აკადემიის მიერ (IRU Academy) რაც ნიშნავს იმას, რომ სფეროში არსებულ მენეჯერებს და მძღოლებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში შესაბამის კურსებს, გადაეცემათ საერთაშორისო სერთიფიკატები და შესაძლებლობა ეძლევათ დასაქმდნენ ევროკავშირსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში. ახალი სასწავლო ცენტრი, რომლის მშენებლობაც 2020 წელს დაიწყება, უნიკალური იქნება რეგიონში და შეძლებს, მოემსახუროს არა მხოლოდ ადგილობრივ, ასევე უცხოელ კონტინგენტსაც.


პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს სერვისების მიღება შესაძლებელია ელექტრონული განაცხადის მეშვეობით პორტალზე -my.gov.ge. 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა