logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: საზღვაო ტრანსპორტის სფეროს განვითარება დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის
ნათია თურნავა: საზღვაო ტრანსპორტის სფეროს განვითარება დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის
10:50 25.12.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წლიური ანგარიში და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. პრეზენტაცია წარადგინა სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა. ღონისძიებას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი.

სააგენტოს დირექტორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა როგორც დარგის ინსტიტუციურ განვითარებასა და საერთაშორისო აღიარებაზე, ასევე მეზღვაურთა განათლების სისტემის დახვეწასა და დასაქმების ხელშეწყობაზე. აღინიშნა, რომ სააგენტოს ინიციატივით, მიმდინარე წელს ამოქმედდა მეზღვაურთა დასაქმების ხელშეწყობისთვის შექმნილი სპეციალური ვებპორტალი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კომუნიკაციას მეზღვაურებსა და დამსაქმებლებს შორის. თამარ იოსელიანის განცხადებით, ქართველი მეზღვაურები, მათი მაღალი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, საკმაოდ მოთხოვნადი არიან საერთაშორისო ბაზარზე ამას მოწმობს ქართველი მეზღვაურების დასაქმების მაჩვენებელი. წელს ხელი მოეწერა მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს 2 საზღვაო ქვეყანასთან: ბრაზილიასთან და ქუვეითთან, ხოლო ავსტრალიასთან, დიდ ბრიტანეთთან, საუდის არაბეთსა და კატართან შედგა შეთანხმება, რომ 2020 წლის დასაწყისში მოეწერება ხელი შესაბამისი შინაარსის მემორანდუმებს. დღეის მდგომარეობით, ქართველ მეზღვაურებს შეუძლიათ, დასაქმდნენ 51 ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე და აქედან 19 ქვეყანა ევროკავშირის სახელმწიფოა.

თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოს საზღვაო სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ მსოფლიოს 174 ქვეყანას შორის მხოლოდ 53 სახელმწიფო შეიტანა მეზღვაურთა თეთრ სიაში და მათ შორისაა, საქართველო. „ეს არის ჩვენი ქვეყნის და მისი საზღვაო სექტორის დიდი აღიარება. რეფორმები, რომელსაც ვატარებთ, საქართველოს აყენებს მსოფლიოს წამყვან საზღვაო სახელმწიფოებს შორის, სადაც აღნიშნული დარგი დინამიურად ვითარდება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი მეზღვაურები, რომელთა პროფესიონალიზმი აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით,“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მეზღვაურების დასაქმების მიღმა 2019 წელს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დამატებით ორ ახალ სეგმენტში შეუწყო ხელი ქართველების დასაქმებას. საკრუიზო გემებზე პერსონალის დასაქმების თვალსაზრისით ჩამოყალიბდა ერთიანი მიდგომა, შედგა კონსულტაციები გემთფლობელებთან და პირველი ნაკადი დასაქმდა. ასევე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად შეიმუშავა საზღვაო კულინარიის პროგრამის მოდული. აღნიშნული სასერტიფიკატო კურსის გავლის შემდეგ მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გემებზე გემის მზარეულის, მისი დამხმარესა და სამაგიდე მომსახურე პერსონალის პოზიციებზე დასაქმდნენ.

სააგენტოს დირექტორმა ასევე ისაუბრა ფოთის საზღვაო სასწავლებელზე, რომლის ამოქმედების ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. თამარ იოსელიანის განცხადებით, ფოთში პროფესიული სასწავლებლის შენობის რეაბილიტაცია 2020 წელს უნდა დასრულდეს, ხოლო 2021 წლის გაზაფხულიდან მან სტუდენტების პირველი ნაკადი უნდა მიიღოს. ფოთის სასწავლებელი საწყის ეტაპზე 1000 სტუდენტზეა გათვლილი და 250 ადამიანს დაასაქმებს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მონაწილეობაზე საერთაშორისო საზღვაო სისტემებში, რომელთა მიზანსაც ზღვაზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა წარმოადგენს. აღინიშნა, რომ ბოლო დროს საქართველო რამდენიმე საერთაშორისო სისტემაში გაწევრიანდა, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს, როგორც საზღვაო სახელმწიფოს, შესაძლებლობები საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და ზღვის გარემოს დაცვის თვალსაზრისით. ასევე საუბარი წარიმართა „ერთი ფანჯრის პრინციპის“ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს საპორტო სექტორში ციფრული სერვისების დანერგვას, შემოსული გემების გათავისუფლებას ბიუროკრატიული ბარიერებისგან და არასაჭირო დოკუმენტაციის დამუშავების პროცესისგან. აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოს ნავსადგურებში გემების მოცდენის დროს, ხელს შეუწყობს ნავსადგურების მუშაობის ეფექტიანობისა და ტვირთნაკადების ზრდას.

„საქართველოს საზღვაო სექტორი ვითარდება, რაც ერთი მხრივ, აისახა ქართველი მეზღვაურების რაოდენობრივ და ხარისხობრივ დასაქმებაში, მეორე მხრივ კი საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების განვითარებაში. ვფიქრობ, რომ რეფორმები, რომლებიც ხორციელდება ან დაგეგმილია, გაზრდის საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა