logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჩვენს მიერ ინიცირებულ ყველა პროგრამას ვზომავთ იმის მიხედვით, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება
ნათია თურნავა: ჩვენს მიერ ინიცირებულ ყველა პროგრამას ვზომავთ იმის მიხედვით, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება
16:36 24.12.2019
„მეტი დასაქმებაა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და გამოწვევა. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სამინისტროც და სხვა სამთავრობო უწყებებიც ყველა პროგრამას ვზომავთ იმის მიხედვით, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ყველა პროგრამაში იგულისხმება კონკრეტული ამოცანა, რამდენ დასაქმებულზე გავა და ეს პოლიტიკა უკვე მომავალ წელს ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პრეზენტაციასა და დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის საქმიანობის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო.

„როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ამ ზრდის მთელი ღირებულება არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აისახოს დამატებით სამუშაო ადგილებში, გაზრდილ შემოსავლებსა და გაუმჯობესებულ ცხოვრების პირობებში,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ჩამოთვალა ის პრიორიტეტული სექტორები, სადაც, სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამების ფარგლებში, ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მათ შორის არის პროექტი „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს,“ სადაც, მინიმუმ, 2000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა დაგეგმილი, ასევე წიაღის ახალი სტრატეგია, რომელიც 3000 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს, პროაქტიული საინვესტიციო პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც 3500-ზე მეტი ადამიანი შეძლებს დასაქმებას ყველაზე მაღალანაზღაურებად, მაღალტექნოლოგიურ სექტორებში.

"ასევე შემიძლია ვისაუბრო მეზღვაურების დასაქმების ხელშემწყობ პროგრამებზე, ტექსტილისა და სამკერვალო სექტორში დაგეგმილ ღონისძიებებზე და ზოგადად, იმ პოლიტიკაზე, რომლის შედეგადაც 2018 წელს ისტორიულად ყველაზე დაბალ დონეზე დაფიქსირდა უმუშევრობის მაჩვენებელი, ხოლო პირველად ისტორიაში დაქირავებულთა რიცხვმა გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას. რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს თვითკმაყოფილების საფუძველს და აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, რომ გაცილებით მეტი შედეგი მივიღოთ,“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა