logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გენადი არველაძე: კორეულ მხარესთან აქტიურად ვთანამშრომლობთ ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომელიც ქართული პროდუქციისადმი ინტერესს ხელს შეუწყობს
გენადი არველაძე: კორეულ მხარესთან აქტიურად ვთანამშრომლობთ ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომელიც ქართული პროდუქციისადმი ინტერესს ხელს შეუწყობს
23:02 23.12.2019
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ხელმძღვანელობით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრები იმართება კორეის სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან. გენადი არველაძესთან ერთად კორეის რესპუბლიკაში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

ქართულმა დელეგაციამ პირველი ორმხრივი შეხვედრა კორეის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის და სტარტაპების მინისტრის მოადგილესთან, ჯუნგჩუნ ჩასთან გამართა. მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები და ქართული და კორეული სტარტაპების მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

გენადი არველაძის განცხადებით, ბოლო წლებში ძალიან ინტენსიურად ვითარდება ეკონომიკური ურთიერთობები კორეასთან, რასაც ადასტურებს კორეული კომპანიების მაღალი ინტერესი ქართული პროდუქციის მიმართ. „კორეული მხარე გამოხატავს ინტერესს ისეთი საექსპორტო პროდუქტების მიმართ, როგორიცაა ღვინო, არაალკოჰოლური სასმელები, თხილი, წვენები, ბოსტნეულის ნაწარმი, ასევე სხვადასხვა ინდუსტრიული პროდუქტი.

შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, რომ ორმხრივი შეხვედრები და აქტიური ურთიერთობა ორი ქვეყნის როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესსექტორს შორის უახლოეს მომავალში კონკრეტულ, ურთიერთსასარგებლო შედეგებს მოიტანს, მათ შორის სტარტაპების ხელშეწყობა-განვიტარების კუთხითაც“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

ვიზიტის ფარგლებში კორეაში გამართული პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც დარგის წარმომადგენლებისათვის გაცვლით პროგრამებს, ორი ქვეყნის ბიზნესგარემოს შესახებ ინფორმაციის განახლებებს, ასევე ორმხრივად ხელსაყრელი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას ითვალისწინებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა