logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: წყნეთის სამთავრობო აგარაკები მნიშვნელოვანი ობიექტია და იქ შესაძლებელია საკმაოდ დიდი ინვესტიცია განხორციელდეს
ნათია თურნავა: წყნეთის სამთავრობო აგარაკები მნიშვნელოვანი ობიექტია და იქ შესაძლებელია საკმაოდ დიდი ინვესტიცია განხორციელდეს
18:22 23.12.2019
„უპრეცედენტო პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პირველი ორი კვირა იყო ძალიან წარმატებული და დღეს ვამატებთ ახალ, საინტერესო, მიმზიდველ ობიექტს - ეს არის ე.წ. „წყნეთის აგარაკები“, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფოს ბალანსზე იყო, თუმცა, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ობიექტია, რომ შეიძლება აქ საკმაოდ დიდი ინვესტიცია განხორციელდეს“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა. დაბა წყნეთში არსებული სამთავრობო რეზიდენცია - აგარაკები პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ დღეს ელექტრონულ აუქციონზე გამოიტანა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ უნდა აშენდეს სასტუმრო კომპლექსი. შეფასება, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ გააკეთა, 56 მილიონ ლარამდეა - ეს იქნება საწყისი ღირებულება, ობიექტს ასევე მიჰყვება საინვესტიციო ვალდებულება. აუქციონი ყველაზე კარგი გზაა, რომ გავტესტოთ, რამდენად ობიექტურია ფასი და რამდენად მიმზიდველია ობიექტი“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

წყნეთის სამთავრობო რეზიდენცია 89,978 კვ.მ. ტერიტორიაზეა განთავსებული. საინვესტიციო პირობებით, მყიდველი ვალდებული იქნება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში აგარაკის მთლიან ტერიტორიასა ან მის ნაწილზე ააშენოს სასტუმრო და/ან საცხოვრებელი კომპლექსი. ამასთან, მყიდველს შეუძლია განახორციელოს არსებული შენობების დემონტაჟი ან რეკონსტრუქცია. ინვესტიცია, რომელიც მყიდველმა პროექტში უნდა განახორციელოს, არანაკლებ 20 მლნ ლარია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა