logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საერთაშორისო კონფერენციაზე სურსათისა და საკვებდანამატების უვნებლობის საკითხები განიხილეს
საერთაშორისო კონფერენციაზე სურსათისა და საკვებდანამატების უვნებლობის საკითხები განიხილეს
16:01 23.12.2019
საქართველოს, ევროპის ქვეყნებისა და თურქეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა სურსათისა და საკვებდანამატების უვნებლობის საკითხები თბილისში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი დაესწრო. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერისთვის და საქართველოში სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობისთვის.
"საქართველო აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით. მსგავს ფორმატში საერთაშორისო სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების შეხვედრები და ზოგადად, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვნად დაგვეხმარება საქართველოში სურსათის უვნებლობის და რისკის შეფასების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებაში და ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში", - აღნიშნა ხატია წილოსანმა.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს საკანონმდებლო დაახლოების პროცესი. ამასთან, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ქვეყანაში ლაბორატორიული შესაძლებლობები ყოველწლიურად იზრდება. ღონისძიების ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული სახელმწიფო კონტროლის სისტემის შესახებ.
თურქმა და ჰოლანდიელმა მეცნიერებმა საკვებდანამატების რისკების შეფასების და ამ მიმართულებით, საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კონფერენციის მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციის ფარგლებში, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა სურსათისა და საკვებდანამატების უვნებლობის სფეროში არსებული მიღწევები და გამოწვევები განიხილეს.
ღონისძიებას USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მარიკა ოლსონი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის უფროსი ირაკლი გულედანი, დარგის სპეციალისტები, მწარმოებლები, დონორი ორგანიზაციების, საკონსულტაციო ფირმებისა და ლაბორატორიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია USAID - ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა