logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებელი და ახალი საექსპორტო  ბაზრები -  KTW ჯგუფი 2019 წელს აჯამებს
ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებელი და ახალი საექსპორტო ბაზრები - KTW ჯგუფი 2019 წელს აჯამებს
15:53 23.12.2019
ორი ახალი საექსპორტო ბაზარი და 16 მილიონი ერთეული ღვინო და კონიაკი ექსპორტზე - ასეთია KTW ჯგუფის 2019 წლის შეჯამება დეკემბრის მონაცემებით. ექსპორტის ჭრილში KTW ჯგუფს მნიშვნელოვანი, 15-%იანი ზრდა აქვს. დეკემბრის მონაცემებით, ქვეყნის გარეთ გაყიდულია 16 მლნ. ერთეული ბოთლი, როცა შარშანდელი წლის ჯამური შედეგი ამ მიმართულებით 14.050 მლნ. ერთეული იყო.
"ჩვენი სარეალიზაციო ბაზრები წლის განმავლობაში გაფართოვდა და ორი ახალი ქვეყანა დაგვემატა. სექტემბრის თვიდან ჩვენი პროდუქცია აზერბაიჯანში გადის, წლის ბოლოს კი თურქმენეთის ბაზრის ათვისება მოხდა, სადაც პირველად პროდუქცია ნოემბრის თვეში გავაგზავნეთ. წლის განმავლობაში KTW ჯგუფმა წარმოებაში ჩაუშვა ღვინის რამდენიმე ახალი ხაზი - "შატო მანავი", რომელიც ექსპორტზეა ორიენტირებული, ასევე შიდა ბაზრისთვის "გურამიშვილის მარნის" "აის ვაინი", "ოჯალეში" და ქართლის "დანახარული".- აცხადებს Kთჭ ჯგუფის გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.
KTW ჯგუფი ღვინისა და კონიაკის წარმოების გარდა აერთიანებს რამდენიმე კომპანიას სოფლის მეუნეობის, დეველოპერულ და სტუმარ-მასპინძლობის სექტორებში. ექსპორტის მიმართულებით ზრდა დაფიქსირდა საკონსერვო წარმოების "ნენას" კუთხითაც, რომლის საწარმოებიც ჩოხატაურსა და ქედაში მდებარეობს. ექსპორტის ზრდამ 2019 წელს 155 % შეადგინა, ეს მაჩვენებელი 2018 წელს 31 % იყო. ასევე, გაფართოვდა "ნენას" საკონსერვო პროდუქციის საექსპორტო ბაზრებიც. 2019 წელს "ნენას" პროდუქცია აშშ-ის, გაერთიანებული ემირატების, კანადისა და ლატვიის ბაზრებზეც გავიდა.
ამასთან, KTW ჯგუფი მანავში 500 ჰექტრამდე მიწაზე ვენახს აშენებს, სადაც ირგვება ქართული ვაზის ჯიშები. ასევე, გურჯაანში 700 ჰექტარ მიწაზე დაწყებულია საფერავის ჯიშის ვენახის გაშენება, რაც თავისი მასშტაბით საქართველოში უპრეცენდენტოა.
კომპანია მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს ზეთის ხილის წარმოების კუთხით. KTW ჯგუფი დედოფლისწყაროში 1000 ჰექტარ მიწაზე ზეთის ხილის ბაღებსა და საწარმოს აშენებს, რომელიც ძირითადად ქართული ზეთის ხილისა და ზეითუნის ზეთის წარმოება/გადამუშავებასა და ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.
აქტიურად მიმდინარეობს ორი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა გურიაში- ოზურგეთსა და ასკანაში. ასევე, სულ მალე გაიხსნება სასტუმრო, "ორბელიანი რეზიდენსი" თბილისში, განახლებულ ორბელიანის მოედანზე.
2019 წელს KTW ჯგუფმა გააფართოვა მაღაზია-სალონების კომპონენტიც. სწორედ რეკონსტუირებულ ორბელიანის მოედანზე გაიხსნა სექტემბრის თვეში მაღაზია-სალონი სახელწოდებით "ღვინის მაღაზია ორბელიანზე".
2020 წელს KTW ჯგუფს ამბიციური გეგმები აქვს დეველოპერული მიმართულებით, მათ შორის ეკო-სოფლის პროექტიც, რომლის დეტალურ პრეზენტაციასაც კომპანია გაზაფხულისთვის გეგმავს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა