logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა - „აწარმოე საქართველოში“ მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესზე და ახალი პრიორიტეტები კიდევ უფრო ორიენტირებულია მეწარმეების საჭიროებებზე
ნათია თურნავა - „აწარმოე საქართველოში“ მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესზე და ახალი პრიორიტეტები კიდევ უფრო ორიენტირებულია მეწარმეების საჭიროებებზე
22:42 20.12.2019
პროგრამა "აწარმოე საქართველოში" მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესზე და ჩვენი ამოცანაა, პროგრამას დამატებული ახალი პრიორიტეტები კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული გავხადოთ მეწარმეების საჭიროებებზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.


მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან გამოთქმული ყველა სხვა მოსაზრება კონკრეტული ფაქტების გარეშე არის პროგრამის დისკრედიტირება და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს.


"ძალიან აქტიური მიმოწერა გვაქვს ბატონ ლევან კობერიძესთან, ბევრ კითხვებს გვიგზავნის და დიდი მადლობა ამისთვის, ეს ჩვენ ფორმაში გვამყოფებს. თუმცა, უნდა აღიაროთ, რომ ჩვენც ვცდილობთ, საკმაოდ დეტალურად გიპასუხოთ. რაც შეეხება საკრედიტო-საგარანტიო სქემას - გვაქვს პროგრამები, რომლებიც არის ძალიან მოთხოვნადი და გვაქვს პროგრამები, რომლებიც ჯერჯერობით არ არის ისეთი მოთხოვნადი. მიუხედავად პირადად ჩემი დიდი ძალისხმევისა - ივლისში, ორი თვის დანიშნული მინისტრი ვიყავი, როცა ყველა ბანკი შევკრიბეთ, 12 ბანკთან დავდეთ შეთანხმება, რომ მათაც ეგრძნოთ თავი უფრო ვალდებულად ამ სქემაში მონაწილეობის თვალსაზრისით. ზოგიერთმა ბანკმა დაიწყო კიდეც ელექტრონული პლატფორმის შემუშავება ჩვენი დახმარებით, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი ძალისხმევა წლის ბოლომდე ალბათ შედეგს ვერ მოიტანს, რადგან პრაქტიკულად, დროს საჭიროებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.


ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს შესაძლებელი იქნება ამ უარყოფითი ტენდენციის გარდატეხა, თუ არადა, შესაძლოა სქემა სახეცვლილი და გაუმჯობესებული ფორმით შემუშავდეს.


"ვიცი, რომ თქვენ ამ სქემის დიდი გულშემატკივარი ხართ, პირადად მონაწილეობდით მის შემუშავებაში, მაგრამ თქვენი პირადი მონაწილეობის ფაქტიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ბიზნესში ინტერესი გამოგვეწვია. მეტი მუშაობა გვმართებს და გპირდებით, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა