logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: დაჩაქარებული ტემპებით ვახორციელებთ  მასშტაბურ პრივატიზაციას, რაც  ნიშნავს  სახელმწიფო ქონების ეკონომიკაში  ჩართვას და მის საფუძველზე ახალი ახალი ბიზნესების ამოქმედებას
ნათია თურნავა: დაჩაქარებული ტემპებით ვახორციელებთ მასშტაბურ პრივატიზაციას, რაც ნიშნავს სახელმწიფო ქონების ეკონომიკაში ჩართვას და მის საფუძველზე ახალი ახალი ბიზნესების ამოქმედებას
22:39 20.12.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მიმდინარე პროცესზე და დღეისთვის არსებულ შედეგებზე ისაუბრა.


"როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ უპრეცედენტოდ მაშტაბური საპრივატიზაციო პროგრამა და 100 საინვესტიციო შეთავაზება გავუკეთეთ ბიზნესს. ამ კამპანიამ დიდი ინტერესი გამოიწვია კერძო სექტორში და ამ დროისათვის აუქციონზე გასაყიდად განთავსებულია 150 მლნ ლარზე მეტის ქონება და საინვესტიციო ვალდებულება, რომელიც ახლავს ამ ობიექტებს სულ მცირე 200 მლნ ლარს შეადგენს (რაც მომავალში 2 000 ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს)", -განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, პრივატიზების ტემპი ყოველგვარ მოლოდინებს აჭარბებს - აუქციონის გამოცხადებიდან 14 დღეში 26 ობიექტი უკვე გაიყიდა, 30 მლნ ლარის შეთავაზებული ფასის ნაცვლად კი მობილიზებულია 40 მლნ ლარზე მეტი.


"ეს არის მასშტაბური პრივატიზაცია, სახელმწიფო ქონების ეკონომიკაში დაჩქარებული ჩართვა და მის საფუძველზე ახალი საწარმოების, ახალი ბიზნესების ამოქმედება. ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ გააქტიურებულები ვართ. კერძოდ, 2019 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადდა 1800 ელექტრონული ტენდერი (რაც გასული მთელი წლის მაჩვენებელზე 30%-ით მეტია), პრივატიზებულია 106.0 მლნ ლარის ღირებულების ქონება", - აღნიშნა მინისტრმა.


ნათია თურნავას ინფორმაციით, ასევე უკვე ჩატარებული აუქციონებიდან ბიუჯეტში კიდევ 11.5 მლნ ლარი შევა, შედეგად კი წლის ბოლომდე შემოსავლები 100 მილიონ ლარს გადააჭარბებს. მნიშვნელოვანია საინვესტიციო ვალდებულებების ოდენობა, რომელიც ახლავს გასხვისებულ ქონებას და რომელიც 88.4 მლნ ლარის შეადგენს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა