logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყოს ექსპორტი და ინვესტიციები
ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყოს ექსპორტი და ინვესტიციები
22:27 20.12.2019
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, იყო ექსპორტი და ინვესტიციები. მისი განცხადებით, სამინისტროს ამოცანაა, რომ რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ექსპორტთან ერთად იყოს ინვესტიციების ზრდა.


"ზოგადად ინვესტიციების და მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა წლიდან წლამდე არაერთგვაროვანია და ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში დიდად არის დამოკიდებული ცალკეული მსხვილი პროექტის დაწყება-დასრულების ვადებზე. აქედან გამომდინარე, სწორია, თუ ინვესტიციების დინამიკას საშუალოვადიან პერიოდში შევხედავთ. ბოლო 7-წლიან პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო მაჩვენებელი 35%-ით არის გაზრდილი წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მშპ-თან მიმართებაში რეგიონის ქვეყნებს შორის - ეს არის 7%-ზე მეტი, რაც 3-ჯერ მაღალია ჩვენი რეგიონის და აღმოსავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებთან შედარებით" - აღნიშნა მინისტრმა.


მისივე თქმით, ეს არ არის საკმარისი და არ იძლევა თვითკმაყოფილების საფუძველს, რადგან ქვეყანას მეტი უცხოური და ქართული, ახალი ინვესტიცია გვჭირდება მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად.
"ამ თვალსაზრისით, იმედის მომცემია მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის შედეგები, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 14%-ით გაიზარდა და მომავალ წელსაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ეს დადებითი ტენდენცია, მათ შორის რეინვესტიციის კომპონენტში გაგრძელდეს" - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა