logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა ავსტრიის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრს ანდრეას რაიხჰარდტს შეხვდა
ნათია თურნავა ავსტრიის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრს ანდრეას რაიხჰარდტს შეხვდა
18:52 20.12.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ავსტრიის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრს ანდრეას რაიხჰარდტს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - აკაკი საღირაშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე, ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან სალუქვაძე, ასევე ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში არად ბენკო.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო და ავსტრიის რესპუბლიკა აქტიურად და მჭიდროდ ურთიერთობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საპარლამენტთაშორისო, სამართალდაცვით და სხვა სფეროებში.


შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორებში.


მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) საქმიანობის მნიშვნელობას საქართველოში, რაც ასევე ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ავსტრიული კომპანიების მზარდი დაინტერესებაც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით.


ამასთან, მიმდინარე ეტაპზე, მხარეებს შორის განიხილება 2020 წლის 5-6 მარტს, ქ. ვენაში კომისიის მორიგი სხდომის ჩატარების საკითხი. კერძოდ, საქართველოს მხარემ მზადყოფნას გამოთქვამს ავსტრიული მხარის მიერ შემოთავაზებულ პერიოდში მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის გამართვასთან დაკავშირებით.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ტელეკომუნიკაციები, თანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციები, ენერგეტიკა და გამოთქვეს მზადყოფნა, გაძლიერდეს და გაღრმავდეს ქვეყნებს შორის თნამშრომლობა ამ სფეროებში.




როგორც შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა განავითაროს მულტიმოდალური სატრანსპორტო მიმოსვლა და რეგულარული სატვირთო მატარებლების მიმოსვლა შუა კორიდორში.


"ქართული მხარე დაინტერესებულია დაიწყოს თანამშრომლობა ავსტრიის წამყვან სარკინიგზო კომპანია "რეილ კარგო ავსტრიასთან", რათა განვითარდეს სატრანზიტო მოძრაობა ავსტრიასა და ჩინეთს შორის საქართველოს გავლით. მეტიც, ქართულმა მხარემ სურვილი გამოთქვა ავსტრიულ მხარესთან ერთად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება ავსტრიაში ლოგისტიკური ცენტრების განვითარების კუთხით", - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა