საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე "მინისტრის საათის" ფარგლებში გამოსვლისას
სპეციალური პედაგოგების შესახებ შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ სამინსიტრომ ამ მიმართულებით გარკვეულ წარმატებებს უკვე მიაღწია.
"2018 წელს, როდესაც სპეციალური მასწავლებლების სტატუსი პედაგოგის სტატუსს გაუტოლდა, მათ ანაზღაურებაც გაეზარდა და პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელფასს გაუთანაბრდა. ეს ცვლილება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სპეცპედაგოგს საჭიროებენ. სამინისტროს მიდგომაა, რომ მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა ხარისხის სტანდარტებს ეფუძნებოდეს. სწორედ 2020 წელს არის დაგეგმილი სპეციალური მასწავლებლების სერტიფიცირება. შესაბამისად, შემდეგი მატება მომავალ წელს განხორციელდება სერტიფიცირების შედეგების საფუძველზე. რაც შეეხება ასისტენტის სტანდარტს, იგი უკვე შემუშავებულია და 2020 წელს დამტკიცდება, რის საფუძველზეც დაიწყება ასისტენტების გადამზადება", – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

















