logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე „სამშენებლო ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევის“ პრეზენტაციას დაესწრო
ეკატერინე მიქაბაძე „სამშენებლო ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევის“ პრეზენტაციას დაესწრო
18:49 20.12.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო "სამშენებლო ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევის" პრეზენტაციაში, რომელსაც სამთავრობო უწყებების, ბიზნესის, დიპკორპუსის, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, კვლევა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით ჩატარდა.

"კვლევის მიზანია სამშენებლო ინდუსტრიაში ადამიანისეული კაპიტალის უნარებზე დამსაქმებელთა მოთხოვნის გამოვლენა. მისი გათვალისწინება შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების პროცესში ხელს შეუწყობს სამშენებლო ინდუსტრიაში უნარებთან მიმართებით შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის შემცირებას და უნარების მოხმარების ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდას," - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

კვლევის შედეგად შესწავლილ იქნა სამშენებლო ინდუსტრიაში დასაქმების სტრუქტურა პროფესიული ჯგუფების, საწარმოთა ზომის, რეგიონების, სქესის, განათლების მიღწეული დონის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების მიხედვით, ასევე დამსაქმებლების მიერ დასაქმებულთა პროფესიული უნარების შეფასება, საწარმოებში არსებული ვაკანსიები და დასაქმების შესაძლებლობები, მოთხოვნა სამუშაო ძალაზე, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა სწავლებასა და გადამზადებაზე გაწეული საქმიანობა და სხვ. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სამშენებლო ინდუსტრიაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დასაქმებულთა ცოდნა/უნარები და დამსაქმებლის საჭიროებების კვლევას.

კვლევის მეთოდოლოგია და მიღებული შედეგის ანალიზი მოამზადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ხოლო კვლევის საველე სამუშაოები, მათ შორის მონაცემთა ბაზის ფორმირება და ინფორმაციის განზოგადება სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა განახორციელა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა