logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე ახალი პრიორიტეტული მიმართულება, მათ შორის საზღვაო თევზჭერის ინდუსტრია დავამატეთ
ნათია თურნავა: სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე ახალი პრიორიტეტული მიმართულება, მათ შორის საზღვაო თევზჭერის ინდუსტრია დავამატეთ
14:21 19.12.2019
პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი მიმართულებები დაემატა - მთავრობის სხდომამ დღეს პროგრამა განახლებული სახით დაამტკიცა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიას ის სექტორები გააცნო, რომლებზეც პროგრამა იქნება ორიენტირებული, მათ შორისაა საზღვაო თევზჭერის ინდუსტრია.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში საზღვაო თევზჭერის ინდუსტრია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული დარგია, რომელსაც უკვე პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებას გაუწევს და განვითარებაში დაეხმარება.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს დაახლოებით 30-მდე თევზსაჭერი გემი (სეინერი) არსებობს, რომლებზეც 500-მდე ქართველი მეზღვაურია დასაქმებული. თუმცა, გემები უკვე ძველია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, 8 გემს კი სტატუსი აქვს შეჩერებული.

„ეს გემები ძალიან მოძველებულია, წლიდან წლამდე მათი ტექნიკური მდგომარეობა უარესდება. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემას უქმნის დარგს, თევზჭერაში დასაქმებულ ადამიანებს, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ეს იქნება ახალი სფერო, ახალი დარგი, რომელსაც ჩვენი პროგრამა გაუწევს დახმარებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

კერძოდ, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში შესული ცვლილებები ითვალისწინებს სესხის თანადაფინანსებას 2 - წლიანი ვადით. გემის ლიზინგის ღირებულების ჩარჩოები 100,000 ლარიდან 5 მლნ ლარამდე იქნება, ხოლო სესხის მოცულობა 150,000 ლარიდან 5 მლნ ლარამდე. შედეგად, ადგილობრივი მეთევზეები შეძლებენ თანამედროვე სტანდარტის თევზსაჭერი გემების შეძენას. მთავრობის ინიციატივა „აწარმოე საქართველოში“ თევზჭერის მიმართულების დამატების შესახებ ხელს შეუწყობს ამ დარგის განვითარებას და თევზჭერი ფლოტის მნიშვნელოვან განახლებას და დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც შედეგად თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის მნიშვნელოვან ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას მოიტანს.

იმ ახალ მიმართულებებს შორის, რომლებიც პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატა, ასევე შედის: ბალნეოლოგიური კურორტების კომპონენტი; ტურისტული სერვისები, როგორიცაა თემატური პარკები (მაგალითად, ეთნოგრაფიული პარკები და სხვ) და სათავგადასავლო ტურიზმი; კერამიკის წარმოება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა