logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ენერგეტიკის განვითარების ფონდი საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდას და მაქსიმალურ ათვისებას უწყობს ხელს
ნათია თურნავა: ენერგეტიკის განვითარების ფონდი საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდას და მაქსიმალურ ათვისებას უწყობს ხელს
15:37 18.12.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ენერგეტიკის განვითარების ფონდის წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების განხილვა გაიმართა. ორგანიზაციის უმთავრეს ამოცანას განახლებადი ენერგიის წყაროების პერსპექტიული პროექტების მოძიება და განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. განხილვას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

ფონდის დირექტორის გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ფონდის წარმატებულმა საქმიანობამ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინვესტიციების მოზიდვას საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში. გარდა ამისა, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს, რათა ინვესტიციები მოიზიდოს ქარის და მზის ენერგიების მიმართულებით; ასევე ახორციელებს ბიომასის და ალტერნატიული ენერგიის პროექტებს, რომლებიც, თავის მხრივ, ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში ახალი ტექნოლოგიების შემოსვლას უწყობს ხელს. ფონდი ასევე ახორციელებს სოციალური დანიშნულების პროექტებს საქართველოს მთიანეთში ელექტროენერგიის მუდმივი მიწოდების უზრუნველსაყოფად, სადაც ტრადიციული ელექტროენერგეტიკა არასდროს ყოფილა განვითარებული.

„ფონდი რამდენიმე ათეულ პროექტს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკაში და მისი პორტფელი დივერსიფიცირებულია. კომპანია, ერთი მხრივ, თავადაა პროექტირების ან მშენებლობის ეტაპზე არსებული ენერგოობიექტების თანაინვესტორი, მეორე მხრივ კი ახორციელებს კვლევებს, დამატებით არატრადიციული ენერგეტიკული რესურსების გამოყენების შესაძლებლობების აღმოსაჩენად. მნიშვნელოვანია, რომ ფონდი მიმდინარე წელს საოპერაციო მოგებით ასრულებს, რომელიც კვლავ ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდას და ათვისებას მოხმარდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის განვითარების ფონდის 2019 წლის პორტფელი მოიცავს 5 ჰიდროელექტროსადგურის, ქარის 5, მზის 1 და 2 სოციალურ ჰიდრო პროექტს. 2020 წლისთვის მეტი აქცენტი განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებაზე გაკეთდება. კერძოდ, დამატებით განხორციელდება ქარის ერთი და მზის ორი ელექტროსადგურის განვითარებისათვის საჭირო სამუშაოები; გარდა ამისა, ფშავ-ხევსურეთის სოფლებში არდოტსა და როშკაში ფონდის მეშვეობით მოგვარდება ენერგომომარაგების საკითხი. 2020 წელს ფონდი პირველად განახორციელებს ინვესტიციას ბიომასის და სხვა ალტერნატიულ განახლებად პროექტებში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა