logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ყოველთვის ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რათა გავამყაროთ ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და სიღარიბე დავძლიოთ
ნათია თურნავა: ყოველთვის ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რათა გავამყაროთ ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და სიღარიბე დავძლიოთ
15:20 18.12.2019
„ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესი ვითარდება სტაბილურად, წელიწადში საშუალოდ 13.5%-ით იზრდება გამოშვება ამ სექტორიდან, არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი - 450 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესშია შექმნილი. ამდენად, ყოველთვის ხელს შევუწყობთ მის განვითარებას, რათა გავამყაროთ ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და სიღარიბე დავძლიოთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ევროკავშირი ბიზნესისთვის საქართველოში: EIB ჯგუფი - ფინანსებზე წვდომიდან ინკლუზიურ ზრდამდე“.

ნათია თურნავამ შეხვედრაზე საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და დინამიკაზე, ასევე ეკონომიკის სამინისტროს ქოლგის ქვეშ მიმდინარე იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელთაც სახელმწიფო სწორედ ამ სექტორის მხარდასაჭერად და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით ახორციელებს. „ეს არის პირველ რიგში ფინანსური დახმარების პროგრამები, მათ შორის ბანკების სესხების პროცენტის სუბსიდირება, რომლის წყალობითაც უკანასკნელ 5 წელიწადში 464 ახალი საწარმო ამოქმედდა, შეიქმნა ახალი 15 600 სამუშაო ადგილი და ამ სექტორში მილიარდ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა; ეს არის მიკროგრანტების პროგრამა, რომელიც მომავალ წელს განახლდება და ამ ეტაპზე 6000-ზე მეტმა ოჯახმა უკვე მიიღო მასში მონაწილეობა და ძალიან მცირე, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანი ბიზნესი შექმნა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო ახალ პროგრამებზე, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს, რათა მცირე ბიზნესი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს არამარტო საქართველოს შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. ამასთან, ნათია თურნავას თქმით, უწყება ამუშავებს ერთიანი ფრონტოფისის, იგივე ერთიანი ბიზნესსახლის კონცეფციას, რომელიც მთავრობის სხდომაზე ძალიან მალე დამტკიცდება და რომელშიც ძირითადი აქცენტი იქნება იმაზე, რომ მცირე მეწარმეებს მათთვის სასურველი სერვისები მიღება თავის საცხოვრებელ ადგილზე შეეძლოთ - სოფლებში, დაბებში თუ მაღალმთიან რეგიონებში.

„ჩვენ ასევე ყველგან გამოვყოფთ და უკვე გამოვყავით მცირე ბიზნესის პრიორიტეტს, იქნება ეს პრივატიზაციის პოლიტიკა თუ წიაღისეულის ლიცენზირების პოლიტიკა - ჩვენ მასობრივ პრივატიზაციას ვაწარმოებთ და იქ საუბარი არაა მხოლოდ მსხვილ ბიზნესებზე, მთელი რიგი სახელმწიფო საკუთრება, რაც საპრივატიზაციოდ გამოდის, სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის ახალ შესაძლებლობებს, იქნება ეს მცირე საოჯახო სასტუმრო, მცირე ფერმა თუ რომელიმე პატარა სერვის-ინდუსტრია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი ინფორმაციით, ასევე გაგრძელდება სესხის პროცენტის სუბსიდირება, რომლითაც უკვე ისარგებლა 62-მა მცირე მეწარმემ.

საკრედიტო-საგარანტიო სქემა კიდევ ერთი მიმართულებაა, რომელზეც, მინისტრის ინფორმაციით, ასევე აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, საჭიროების შემთხვევაში კი ბიზნესის ინტერესების შესაბამისად გადაკეთდება. „მიუხედავად ჩვენი ძალიან მაღალი დონის ძალისხმევისა, ეს სქემა ჯერჯერობით სრულფასოვნად ვერ ამოქმედდა. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ბანკებს, რათა გავიგოთ, მათი მხრიდან რატომაა ინტერესი ჯერ კიდევ დაბალი. და იმედი გავქვს, რომ განვაახლებთ ამ პროგრამას, თუ საჭიროა, გადავაკეთებთ მას და მეტად მოვარგებთ ბიზნესის საჭიროებებს - გაისად ჩვენ პორტფელში არცერთი უმოქმედო პროგრამა არ უნდა გვქონდეს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა