logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რადგან ეს იქნება კერძო სექტორის ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარი
ნათია თურნავა: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რადგან ეს იქნება კერძო სექტორის ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარი
13:54 18.12.2019
„საბაზრო ეკონომიკის პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესის და დასაქმების ზრდა თითოეული ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „ევროკავშირი ბიზნესისთვის საქართველოში: EIB ჯგუფი - ფინანსებზე წვდომიდან ინკლუზიურ ზრდამდე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარება და მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკონომიკის ზრდაში. ამასთან, მათი კონკურენტუნარიანობა სწრაფად იზრდება - 2014-2018 წლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოება 13,5%-ით გაიზარდა და იმავე პერიოდში ამ სექტორმა 118 400 მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოში აქტიური ეკონომიკური ერთეულების 99,7% -ს შეადგენს და დღეის მდგომარეობით (2019 წლის III კვარტალი) ამ სექტორში დასაქმებულია 443 400-სზე მეტი ადამიანი.

„საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რადგან ჩვენ ველით, რომ ეს იქნება კერძო სექტორის ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის, ინოვაციების, ექსპორტის წახალისებისა და თანამედროვე სამეწარმეო კულტურის შექმნის საწინდარი, რაც ამავე დროს მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე შეაჯამა მიმდინარე წლის 10 თვის ეკონომიკური საქმიანობა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური ეკონომიკური შენელების და მრავალი გარე შოკისა, საქართველომ მოახერხა შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები შეენარჩუნებინა და 2019 წლის 10 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 5,1 პროცენტი. „ეკონომიკური ზრდა ძირითადად კერძო სექტორის განვითარებაზეა დამოკიდებული და პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნება კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გადამწყვეტი ასპექტია ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს შეფასებას OECD-ს მიერ ჩატარებული კვლევის ”მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში 2019“ შედეგებს. ამ შეფასების თანახმად, საქართველომ, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებს შორის ყველაზე რეფორმატორმა ქვეყანამ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინსტიტუციონალურ ჩარჩოები.

„სხვადასხვა არხებით, ფინანსური ან არაფინანსური ინსტრუმენტებით, ჩვენ ვცდილობთ გავზარდოთ კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, დავეხმაროთ მათ ბიზნეს-უნარების განვითარებაში და ხელი შევუწყოთ მათი ბიზნესის ინტეგრაციას საერთაშორისო ბაზრებზე“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა