logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბიზნესდაჯილდოება 2019-ის გამარჯვებულები
ბიზნესდაჯილდოება 2019-ის გამარჯვებულები
13:34 18.12.2019
ბიზნესდაჯილდოების ფინალური ცერემონია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტში საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელას შესრულებით გაიხსნა.

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება ბიზნესებისთვის წელს მეოთხედ ჩატარდა და 5 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდა.

ასევე, წელს პირველად საპატიო ჯილდო ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლას გადაეცა.
თიბისი ბანკთან ერთად გამარჯვებულები დააჯილდოვეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა და ფონდი „ეფსეს“ წარმომადგენელმა ივანე ლეკვთაძემ. პროექტის მხარდამჭერები იყვნენ ფონდი „ეფსე“ და თიბისი ლიზინგი.

გამარჯვებულები კი ნომინაციების მიხედვით ასე გადანაწილდა:

soplidan.ge - საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

ონლაინ პლატფორმა www.soplidan.ge მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე, მარტივი მეთოდებით სოფლის მეურნეობის 250-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ონალინ შეძენის შესაძლებლობას. ბიზნესი ფერმერებს საშუალებას აძლევს მსოფლიოში არსებული ყველაზე დიდი ბაზრის, ინტერნეტის საშუალებით გაყიდოს პროდუქტი. soplidan.ge-ს მომხმარებელთან განსხვავებული ურთიერთობა აქვს. ის იყო პირველი ონლაინ პლატფორმა, რომელმაც ქართული სოფლის პროდუქტის გაყიდვა ელექტრონული კომერციის საშუალებით დაიწყო. soplidan.ge ერთგვარი ხიდის ფუნქციას ასრულებს ფერმერსა და ქალაქის მაცხოვრებელს შორის და ამარტივებს სოფლის მეურნეობის პროდუქტის, როგორც შეძენას, ისე გაყიდვას. პლატფორმა ფერმერებს შესაძლებლობას სთავაზობს იფიქრონ ბიო წარმოებაზე, აძლევს მათ მიმართულებას, როგორ მიიღონ უფრო ხარისხიანი პროდუქტი და თან ფინანსური სარგებელი. რადგან soplidan.ge მხოლოდ ონლაინ გაყიდვებს ახორციელებს, ცდილობს პროდუქტთან შეხების დეფიციტი მომხმარებელს კომუნიკაციით შეუვსოს - უყვება მომხმარებელს პროდუქტის შექმნის, მისი ფერმერის ისტორიას.

„მიკროგრინი“ - თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის

„მიკროგრინი“ არის პირველი ვერტიკალური ურბანული სათბური კავკასიაში, სადაც მოჰყავთ 20-მდე სახეობის მიკრომწვანილი, რომლითაც ამარაგებენ საქართველოსა და სომხეთის ჰიპერმარკეტებსა და კვების ობიექტებს. მიკროგრინმა დანერგა სრულებით ახალი, თუმცა მარტივი ანაზღაურების სქემა, რომლის მიხედვითაც თითოეული თანამშრომლის ყოველთვიური ანაზღაურება, პირდაპირპროპორციულად მიება კომპანიის ბრუნვას და ყველა თანამშრომელს მიეცა თავისუფალი გრაფიკი. ამ სქემას დაექვემდებარა, როგორც კომპანიის დირექტორი, ასევე, ყველა სხვა დასაქმებული (წარმოების სპეციალისტები, დისტრიბუტორები, დამლაგებლები ა.შ.). ცვლილების შედეგად, ადამიანებმა თავი იგრძნეს არა როგორც დასაქმებულებად, არამედ როგორც მცირე მეწარმეებაად. შედეგად კომპანიის გაყიდვები და წარმოება 200% -ით.

WELY - საუკეთესო ინოვაციების შექმნისთვის

WELY ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც აწარმოებს მოწინავე შესაძლებლობების მრავალფუნქციურ სენსორებსა და სისტემას, რომლებიც ეხმარება ბიზნესს, როგორც ოპერაციების ავტომატიზაციაში ასევე დროისა და ხარჯის ეკონომიაში. კომპანიის მიზანია ყველა შენობა (იქნება ეს ბიზნეს დაწესებულება, საცხოვრებელი სახლი, ქარხანა, სათბური და სხვ.) გახადოს ენერგოეფექტური და თანამედროვე ციფრული შესაძლებლობებით აღჭურვილი, რაც გულისხმობს WELY-ის სენსორებისა და მოწყობილობების მარტივ ინსტალაციას. შედეგად მომხმარებელი იღებს მასზე მორგებულ პროგრამას, რომელიც ინფორმაციის ანალიზით იღებს ეფექტურ და სწორ გადაწყვეტილებებს თანამშრომლების გარემოს გასაუმჯობესებლად, ქმნის უსაფრთხო, კომფორტულ და გონივრულ სივრცეს.

plasticwatcher.ge - გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

მსოფლიოში წლის განმავლობაში დაახლოებით 300 მილიონი ტონა პლასტიკი იწარმოება, ხოლო გადამუშავდება ამ რაოდენობის 9 %-ი. საქართველოდან ამ 9 %-ში თავისი წვლილის შეტანას Plastic Watcher ცდილობს. იგი მეორადი პოლიეთილენის ნივთებისგან ქმნის ხელნაკეთ, გადამუშავებული პოლიეთილენის მდგრადი მოდის ნივთებს, რომლებსაც თავადაც ხმარობს, სხვასაც უზიარებს და საქართველოს საზღვრებსაც სცდება. Plastic Watcher – ის მიზანია, ადამიანების ცნობიერების ამაღლებაში წვლილის შეტანა, მათში ქცევის ცვლილების გამოწვევა, პოლიეთილენის და პლასტიკის მოხმარების და გარემოს დანაგვიანების შემთხვევების შემცირებისთვის დაუნდობელი ბრძოლის გაჩაღება. ცირკულარული ეკონომიკის პრიციპი – გააკეთე, გამოიყენე და დააბრუნე არის ის, რაც საფუძვლად უდევს მდგრადი მოდის ნივთების შექმნის ამ კონკრეტულ ძალისხმევას.

Profy - საუკეთესო სტარტაპის შექმისთვის

Profy - ეს არის ოსტატი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით. პლატფრომა, სადაც მომხმარებელი ირჩევს სერვისს და შესასრულებელ სამუშაოს, რის შემდეგაც ალგორითმი მას სთავაზობს სერვისის მიმწოდებლების სიას, სადაც ნაჩვენებია ოსტატის რეიტინგი, წინა დამკვეთის მიერ დატოვებული კომენტარი და სამუშაოს ფასი. Profy ხელმისაწვდომია, როგორც ვებზე, ასევე მობილური აპლიკაციის სახით.

წელს პრიზები უცვლელი რჩება. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და პროგრამული უზრუნველყოფა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა