ტექნიკისა და მანქანა-დანადგარებით ვაჭრობის პლატფორმა www.bizon.ge უკვე
ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის.
Bizon.ge წარმოადგენს პლატფორმას, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია გასაყიდად ან გასაქირავებლად განათავსოს სხვადასხვა ტიპის ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, სამედიცინო აპარატურა ან სხვა ძირითადი საშუალებები. ამავდროულად, მომხმარებელს შეუძლია მარტივი და მოსახერხებელი საძიებო სისტემის მეშვეობით უფასოდ მოძიოს, შეისყიდოს ან იქირაოს მისთვის სასურველი აქტივი.
ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქცია მოიცავს როგორც ახალ, ისე მეორად ძირითად საშუალებებს ხუთი მთავარი კატეგორიიდან: სამშენებლო ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები და მსუბუქი ავტომობილები, სამედიცინო აპარატურა და სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები.
პლატფორმის ახლანდელ ვერსიაში შესაძლებელია კატალოგების ნახვა, პროდუქტის მოძიება, ყიდვა-გაყიდვა და გაქირავება, გამყიდველთან კომუნიკაცია, ვაჭრობა ონლაინ რეჟიმში და კონტრაქტის შაბლონების გენერირება.
ბიზონის გუნდი უკვე მუშაობს განახლებებზე, რაც მოიცავს დამატებით ფუნქციონალს, კიდევ უფრო მარტივ და კომფორტულ პროცესს მომხმარებლებისთვის. მაგალითისთვის, პლატფორმის ვიზიტორები ძალიან მალე შეძლებენ ტექნიკის შესყიდვისთვის საჭირო დაფინანსების საშუალებების ან დაზღვევის ალტერნატივების მოძიებას ვებგვერდიდან გაუსვლელად.
Bizon.ge 2019 წლის სექტემბერში გახდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მესამე ნაკადის გამარჯვებული და მოიპოვა 100,000 ლარი. სტარტაპმა 2019 წლის აგვისტოში ასევე მოიზიდა კერძო ინვესტიცია.

















