logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავამ 2019 წლის ბიზნეს დაჯილდოებაზე ონლაინ-მაღაზია სოფლიდან.ჯი დააჯილდოვა
ნათია თურნავამ 2019 წლის ბიზნეს დაჯილდოებაზე ონლაინ-მაღაზია სოფლიდან.ჯი დააჯილდოვა
10:12 18.12.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2019 წლის ბიზნეს დაჯილდოებაზე ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის“ გამარჯვებული ონლაინ-მაღაზია სოფლიდან.ჯი დააჯილდოვა.

ონლაინ მაღაზია ოთხი წლის წინ დაფუძნდა. დამფუძნებელთ თქმით, მათი მიზანი იყო ბიზნესს შეესრულებინა ერთგვარი შუამავლის როლი სოფელსა და ქალაქს შორის და ინოვაციური მეთოდით გაემარტივებინა მომწოდებლისთვისაც და მომხმარებლისთვისაც ნამდვილი სოფლის პროდუქტის გაყიდვა-შეძენის პროცესი.

როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, ბიზნეს დაჯილდოების ღონისძიება არის სიმბოლური ხიდი, სინერგია ისეთ მსხვილ ორგანიზაციას, როგორიცაა თიბისი ბანკი და მცირე მეწარმეობას შორის, ვინც თავის ბიზნესს ქმნის ინოვაციურ, ტრადიციულ სფეროებში და ძალიან დიდ საერთო წარმატებას უწყობს ხელს.
„მინდა ვთქვა, რომ მთავრობისთვის მცირე ბიზნესი ყოველთვის განსაკუთრებული ზრუნის საგანია და დარწმუნებული ვარ, თითოეულმა თქვენგანმა, ვინც დღეს აქ ხართ, იცით ამის შესახებ. ბევრი თქვენგანი არის ჩვენი პროგრამების ბენეფიციარი, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამების და ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ თქვენს ხელშეწყობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრის თქმით, ე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) საქართველო წელს დაასახელა როგორც ლიდერი მცირე ბიზნესის წარმატების თვალსაზრისით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ეს დიდი აღიარებაა.

„როგორ ვეხმარებით მცირე ბიზნესს? - პირველ რიგში, ეს არის ფინანსური დახმარების პროგრამები, რადგან გრძელვადიან ფინანსებზე წვდომა არის ერთ-ერთი მთვარი გამოწვევა, რაც ჯერ კიდევ უდგას ჩვენს მცირე ბიზნესს და არა მარტო ჩვენთან, იგივე ევროკავშირში მცირე ბიზნესს ყოველთვის უჭირს გრძელვადიან ფინანსებზე წვდომა. აქ ჩვენ არ ვართ მარტონი - ვმუშაობთ ბანკებთან ერთად და ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი პროექტია დაფინანსებული. მარტო მიმდინარე წელს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხოლოდ წელს დაფინანსდა 67 მცირე საწარმო და 46 მცირე სასტუმრო. ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ ამ პროგრამების გაგრძელებას, რადგან ეს პროგრამა არის ყველაზე უფრო მეტად ადრესირებული მიკრო ბიზნესზე“, - განაცხადა ნათია თურნავა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე გამოყო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 და 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამები, რომლებიც მიმართულია სტარტაპების დაფინანსებაზე.

ამასთან, ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო ყველანაირად ცდილობს, რომ განსხვავებული და გამარტივებული პირობები შეუქმნას მცირე ბიზნესს სხვადასხვა პროცედურების გავლის დროს, მარტივდება წიაღის ლიცენზიები, დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობსი პრივატიზების პროცესი, რომელიც არა მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვის, არამედ მცირე ბიზნესისთვისაც არის განკუთვნილი და მასშტაბური პრივატიზაციის ელექტრონულ აუქციონზე მსხვილ ობიექტებთნ ერთად, ასევე იყიდება მცირე ობიექტებიც.

„ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვაპირებთ, ვაგრძელებთ, ვაკეთებთ. თუმცა ისევ ვამბობ, რომ სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტრო არ არის მარტო ამ საქმეში და ჩვენ გვერდში გვიდგას მსხვილი ბიზნესიც, მათ შორის ერთ-ერთი კარგი მაგალითია თიბისი ბანკი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

პროექტი „ბიზნეს დაჯილდოება“ თიბისი ბანკის მიერ არის ორგანიზებული და მიზნად ისახავს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის კომპანიების პოპულარიზაციას და მათი განვითარების ხელშეწყობას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა