logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით თვალაბეიშვილი: 6-8 წლიან პერიოდში ენერგოეფექტიანობის განხორციელებას საქართველოში პირველადი ენერგომოხმარების დაახლოებით 14 პროცენტით შემცირება შეუძლია
დავით თვალაბეიშვილი: 6-8 წლიან პერიოდში ენერგოეფექტიანობის განხორციელებას საქართველოში პირველადი ენერგომოხმარების დაახლოებით 14 პროცენტით შემცირება შეუძლია
09:31 18.12.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეობა მიიღო ენერგოეფექტურობისა და შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონპროექტების საჯარო განხილვაში, რომელიც საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ორგანიზებით გაიმართა. განხილვას ბიზნესის, აკადემიური წრეების, დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საჯარო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უწოდა ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონების მიღებას და აღნიშნა, რომ ენერგოეფექტიანობის განხორციელება 6-8 წლიან პერიოდში საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, რომ პირველადი ენერგომოხმარება დაახლოებით 14 პროცენტით შეამციროს.

„შეფასებები აჩვენებს, რომ მთლიანად ენერგიის იმპორტის ზრდის დაფინანსების ნაცვლად ქვეყანაში ენერგოეფექტიან ღონისძიებებში ინვესტირების შედეგად დაზოგილი ყოველი მილიონი კილოვატ-საათი ენერგია, ენერგიის სხვადასხვა სახეობის მიხედვით, 20,000 ევროდან 50,000 ევრომდე თანხის დაზოგვას გამოიწვევს,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ენერგოეფექტიანობის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება შენობების ენერგომოხმარების შემცირებაა. მისი თქმით, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში საშუალო კუთრი წლიური ენერგიის მოხმარება შენობებში საკმაოდ მაღალია - საცხოვრებელი შენობებში მისი მაჩვენებელია 250 კვტ.სთ/კვადრატულ მეტრზე მეტი, რაც სხვა შესადარებელი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ენერგოეფექტურობის შესახებ კანონპროექტის მიზანს ქვეყნის მასშტაბით ენერგოეფექტიანობის ზრდისა და შესაბამისად, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად გამართლებული გზებით ენერგიის დაზოგვის ხელშეწყობა წარმოადგენს. მისი თქმით, განისაზღვრება ენერგოეფექტიანობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი, რომლის მისაღწევადაც შემუშავდება ენერგოეფექტიანობის სამოქმედო გეგმა და მიღების პროცედურები.

საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით კანონპროექტებს უახლოეს სხდომებზე განიხილავს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა