logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნინო თანდილაშვილი „მწვანეთა მოძრაობის“ მიერ ექვსი ჰესის შეფასების ანგარიშის წარდგენას დაესწრო
ნინო თანდილაშვილი „მწვანეთა მოძრაობის“ მიერ ექვსი ჰესის შეფასების ანგარიშის წარდგენას დაესწრო
16:09 17.12.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი პროექტის "საბჭოთა პერიოდში აშენებული ჰიდროელექტროსადგურების შეფასება და რეაბილიტაციისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა" შედეგების პრეზენტაციას დაესწრო. ენერგეტიკის სფეროს ექსპერტებმა ხრამ ჰესი I-ის, ხრამ ჰესი II-ის, ჟინვალჰესის, აწჰესის, ნაბეღლავი ჰესისა და ბახვი ჰესი III-ის ეფექტიანობის ანალიზი და ჰიდროელექტროსადგურების შეფასების მეთოდოლოგია წარმოადგინეს.
ექსპერტების განცხადებით, აღნიშნულ ექვს ენერგოობიექტზე მდგომარეობის შეფასების და ენერგეტიკული მახასიათებლების გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია დეტალური ტექნიკური აუდიტის ჩატარება.
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები" ორგანიზებით და ფრიდრიხ ებერტის ფონდის პარტნიორობით გაიმართა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სრულფასოვანი შეფასებისთვის კვლევები სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა საბჭოთა პერიოდში აშენებული ჰესების რეალური შესაძლებლობები დადგინდეს და სამომავლო ღონისძიებები განისაზღვროს.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე - გარემოს დაცვის შეაფასების კანონმდებლობასა და წყლის რესურსების რეგულირების კანონპროექტზე გაამახვილა.
როგორც ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, კლიმატის ცვლილებების გარემოების გათვალისწინებით, ქვეყანაში განვითარდეს ენერგეტიკის სექტორი და წყლის რესურსების შესახებ ინფორმაცია იყოს მუდმივად განახლებადი.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სექტორის ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა