logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ტექსტილის მწარმოებლებთან მჭიდრო კომუნიკაციის მიზნით, ეკონომიკისა და განათლების სამინისტროების თანამშრომლობით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
ტექსტილის მწარმოებლებთან მჭიდრო კომუნიკაციის მიზნით, ეკონომიკისა და განათლების სამინისტროების თანამშრომლობით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
19:18 16.12.2019
ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით, ტექსტილის მწარმოებლებთან ნაყოფიერი შეხვედრებიდან გამომდინარე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამოქმედო გეგმას ჩამოაყალიბებს.
გეგმის მიზანია, საქართველოს უმაღლესმა და პროფესიულმა სასწავლებლებმა შეძლონ კვალიფიციური პერსონალის მომზადება ტექსტილის წარმოებისთვის.
"ტექსტილის ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, მსხვილი დამსაქმებელი და ექსპორტზე ორიენტირებული მიმართულებაა. ყველა გამოწვევა, რომელიც დარგის განვითარებას უშლის ხელს, მთავრობის მიერ გადაუდებელ ამოცანად სახელდება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
3 დეკემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ტექსტილის ინდუსტრიასთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა - ნათია თურნავამ და მიხეილ ჩხენკელმა ტექსტილის ბიზნესის წარმომადგენლებთან პროფესიული კადრების მომზადების საკითხებზე ისაუბრეს.
აღნიშნული შეკრების ჩატარება 18 ოქტომბერს ნათია თურნავასა და სამკერვალო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე დაიგეგმა, რომლის დროსაც გამოიკვეთა დარგის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის საკითხზე.
შეხვედრაზე ტექსტილის კომპანიების წარმომადგენლებმა საკუთარ საჭიროებებზე ისაუბრეს და შესაბამისი მიმართულების პროფესიული პროგრამის შექმნაში მონაწილების მზადყოფნა გამოთქვეს. აღინიშნა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მზად არის, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება კომპანიებს საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას ტექსტილის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. დაინტერესებულ კომპანიებს აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროცესში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, კომპანიებმა უნდა მიმართონ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: achkhikvadze@mes.gov.ge ან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gedilashvili@moesd.gov.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა