logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ვმუშაობთ, რომ 2020 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყოს ორი მთავარი ფაქტორით - ეს არის ინვესტიციები და ექსპორტის განვითარება
ნათია თურნავა: ვმუშაობთ, რომ 2020 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყოს ორი მთავარი ფაქტორით - ეს არის ინვესტიციები და ექსპორტის განვითარება
14:45 16.12.2019
„დღეს ჩვენი ეკონომიკური ზრდა, პირველ რიგში, განპირობებულია მაღალი ექსპორტით. ჩვენი ამოცანაა, მომავალ 2020 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყოს ორი მთავარი ფაქტორით - ეს არის ინვესტიციები და ექსპორტის განვითარება. ბოლო სტატისტიკა, რაც გვაქვს უცხოური ინვესტიციების ნაწილში, ინვესტორების გაზრდილ ნდობაზე მიუთითებს, მაგრამ არ იძლევა თვითკმაყოფილების საფუძველს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ინვესტიციები იმიტომ, რომ შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილები“ - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრმა მედიასთან კომენტარი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართული პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა საზოგადოებას 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარუდგინა.


ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკის სამინისტრო, ერთი მხრივ, ახორციელებს მასშტაბურ პრივატიზაციას - ეს არის პროექტი „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს,“ რომელიც ძალიან წარმატებით ხორციელდება, პარალელურად, მომზადდა 2020-2021 წლების პროაქტიული სტრატეგია ინვესტორების მოსაზიდად. „ჩვენ კი არ ველოდოთ, სანამ ინვესტორი იპოვის საქართველოს რუკაზე, არამედ ჩვენ თვითონ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველომ მოინიშნოს ინვესტორების რუკაზე. ამისთვის გამოვკვეთეთ პრიორიტეტული სექტორები, მათ შორის არის ახალი მაღალტექნოლოგიური სექტორები, მაგალითად, ელექტრონული მოწყობილობებისა და ავტო და თვითმფრინავების ნაწილების წარმოება და ა.შ. პარალელურად, არის ტრადიციული სექტორებიც, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი იქმნება - ეს არის მსუბუქი მრეწველობა, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოება, დეველოპმენტი, სასტუმროები, ენერგეტიკა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მიზნობრივად, წარმატებით ვიმუშავებთ ამ სექტორებში ინვესტიციების მოსაზიდად“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია IFC-ის მეთოდოლოგიითა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. ის ასახავს საქართველოს განვითარების იმ ეტაპზე ყოფნას, როდესაც შესაძლებელი ხდება ქვეყანაში უფრო მაღალტექნოლოგიური, ცოდნაზე დაფუძნებული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა.


სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა და მას როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა