logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში 3 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება
ნათია თურნავა: 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში 3 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება
12:59 16.12.2019
„მიუხედავად ყველა გლობალური თუ შიდა გამოწვევისა, საქართველომ ძალიან ბევრი შეძლო და ბევრს მიაღწია რეგიონულ საინვესტიციო ჰაბად ჩამოყალიბების გზაზე. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომდევნო წლებშიც ეს ტენდენციები გაძლიერდეს. სწორედ ამისთვის შევიმუშავეთ ახალი, პროაქტიული სტრატეგია, თუ როგორ მოვიზიდავთ უახლოეს ორ წელიწადში ინვესტორებს და გავზრდით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადს“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ამ სტრატეგიის შედეგად, უახლოეს ორ წელიწადში, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, ყველაზე მაღალანაზღაურებად, პერსპექტიულ დარგებში 3500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„ამ სტრატეგიაზე იმუშავა ჩვენი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ არსებულმა გუნდმა „Invest in Georgia“. ეს ბრენდი ბევრისთვის ძალიან ნაცნობია, ახლა, პრაქტიკულად, ხდება მათი სტრატეგიის განახლება და მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ამ გუნდის თითოეულ წევრს მათი ძალისხმევისთვის“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია IFC-ის მეთოდოლოგიითა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. ის ასახავს საქართველოს განვითარების იმ ეტაპზე ყოფნას, როდესაც შესაძლებელი ხდება ქვეყანაში უფრო მაღალტექნოლოგიური, ცოდნაზე დაფუძნებული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა.

სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა და მოიცავს ისეთი პრიორიტეტული სექტორების ანალიზს, როგორიცაა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოება, საავიაციო და საავტომობილო ნაწილების წარმოება, ჰოსპიტალიტი, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი და ელექტრონაწილების წარმოება, ასევე პირდაპირი/არაპირდაპირი ინსტრუმენტებით ინვესტიციის მოზიდვის კონკრეტულ სამოქმედო გეგმას.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა და მას როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა გააცნო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა