logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019-ი გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019-ი გაიმართა
11:46 16.12.2019
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წლის მთავარი მარკეტინგული მოვლენა Spotlight 2019 სასტუმრო “რედისონში” გაიმართა. ღონისძიების მთავარი თემა იყო “ერთიანობა” – სიტყვა, რომელიც სიმარტივის მიუხედავად, ყველას თავისებურად ესმის – ზოგს პირველი გუნდური მუშაობა ახსენდება, ზოგსაც მეგობრული ერთიანობა, სხვები ერთიანობას სამშობლოს კუთხით განიხილავენ. სპიკერებმა “სფოთლაითის” სცენიდან სწორედ ერთიანობაზე, მის მნიშვნელობასა და გაგებაზე ისაუბრეს. ღონისძიებას 500-ზე მეტისტუმარი ესწრებოდა.

წლევანდელი Spotlight-ი სამი კომპონენტისგან შედგებოდა. ესაა: ლექცია- მასტერკლასები, პანელური დისკუსიები და ინსპირაციული გამოსვლები, რომელიც დღის პირველ ნახევარში, ერთმანეთის პარალელურად გაიმართა. სხვადასხვა სფეროს გამოცდილმა ქართველმა პროფესიონალმა მსმენელს გაუზიარა ციფრული მარკეტინგის, ბრენდინგისა და გაყიდვების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება.

ღონისძიების მეორე ნახევარში კი აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა სფეროს 13 წარმატებული სპიკერი საკუთარი ისტორიებითა და პრაქტიკული მაგალითებით წარსდგა.

„საქართველოს ბანკისათვის, როგორც ფინანსური ინსტიტუტისთვის, მნიშვნელოვანია ბიზნესის სფეროსა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარებისა და პოტენციალის რეალიზების მხარდაჭერა. Spotlight კი არის პლატფორმა, სადაც ამ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს და ასევე ფართო საზოგადოებას გაუზიარონ თავისი ცოდნა და გამოცდილება, წარმოადგინონ საკუთარი საინტერესო მიგნებები, არაორდინალური იდეები. რაც შეეხება წლევანდელ თემას, ვფიქრობთ, რომ „ძალა მართლაც ერთობაშია, და არა ერთნაირობაში“. მთავარია არ გავჩერდეთ მიღწეულით, მუდამ ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები, იდეები, ან თუნდაც სირთულეები, რათა საბოლოო ჯამში ისეთ გამარჯვებებს მივაღწიოთ, რაც შეიძლება წარმოუდგენელიც კი ჩანდა“,-აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Spotlight-ის ისტორია 2013 წელს იწყება. პროექტის ავტორია Marketer.ge. პირველი ღონისძიება ფოკუსირებული იყო რეკლამის და მარკეტინგის ინდუსტრიაზე. 2016 წელს მოხდა Spotlight-ის რებრენდინგი, შეიქმნა დინამიური ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს სხვა, მომიჯნავე მიმართულებების განვითარებას: მენეჯმენტი, სტარტაპები, ინოვაცია, ვიზუალური ხელოვნება, ტექნოლოგიები და ა.შ. ახალი მიმართულებები შენარჩუნებული ფორმატით ახალ დამოუკიდებელ ღონისძიებებს გულისხმობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა