logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ეკონომიკური ზრდის პროცენტებზე საუბრისას, ყოველთვის ვამბობთ, რომ ის სიღარიბის დაძლევის ბერკეტი უნდა იყოს
ნათია თურნავა: ეკონომიკური ზრდის პროცენტებზე საუბრისას, ყოველთვის ვამბობთ, რომ ის სიღარიბის დაძლევის ბერკეტი უნდა იყოს
12:27 14.12.2019
"ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ამოცანაა მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების ფონზე, ავამაღლოთ მოსახლეობის კეთილდღეობა. ექსპორტის ზრდა ერთ-ერთია იმ ფაქტორებს შორის, რომელიც მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს. 2019 წლის ოქტომბერში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 5,7 პროცენტი შეადგინა. ნოემბერში ექსპორტი 25,2 პროცენტით, ხოლო 11 თვის მონაცემებით, 11,7 პროცენტით გაიზარდა, რაც ნოემბრის ეკონომიკური ზრდის შესახებ პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "საქსტატის" მიერ 2019 წლის ნოემბრისა და პირველი 11 თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის კომენტირებისას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში სავაჭრო დეფიციტი 546.7 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 4 741.2 მლნ. აშშ. დოლარი - საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო დეფიციტი წინა წელთან შედარებით 5.4 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

"ეკონომიკური ზრდის პროცენტებზე საუბრისას, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს ზრდა უნდა იყოს სიღარიბის დამძლევი ბერკეტი, რასაც, პირველ რიგში, ჩვენ საბიუჯეტო მექანიზმების მეშვეობით ვახორციელებთ. ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული გადასახადებიდან საბიუჯეტო სახსრებს სიღარიბის დასაძლევად მივმართავთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა