logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: მიმდინარე წლის ბოლო თვეებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა
ლევან დავითაშვილი: მიმდინარე წლის ბოლო თვეებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა
19:09 13.12.2019
ბოლო წლების განმავლობაში, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი მუდმივად მზარდია-ამის სესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავიტაშვილმა განაცხადა.

მისი ღქმით, 2019 წლის ბოლო თვეებში კი, განსაკუთრებული მატება ფიქსირდება, რაც დიდწილად თხილის ექსპორტის ზრდას უკავშირდება.

„წლების განმავლობაში, თხილი იყო წამყვანი კულტურა აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში, თუმცა, ბოლო წლებში, მავნებლებმა და დაავადებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თხილის ხარისხსა და რაოდენობაზე, რამაც დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა.

სახელმწიფოს მიერ ჩატარებული უპრეცედენტო კამპანიის შედეგად, წელს ჩვენ მივიღეთ მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი, რაც უკვე მონაცემებშიც აისახა. თხილის სეზონი აგვისტოდან აგვისტომდე ითვლება და უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბრიდან ექსპორტის მონაცემები ძალიან მზარდია. სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში, ყოველთვიურად, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 11-12 მლნ დოლარის ღირებულების ექსპორტი. დღეისათვის, ჯამურად, შარშანდელ მონაცემზე მეტი არ არის, თუმცა წლის ბოლოსთვის, თხილის ექსპორტი 2018 წლის მონაცემებს ნამდვილად გადააჭარბებს. აგრონომიული წლის ფარგლებში, ჩვენ ველოდებით, რომ მხოლოდ თხილში, დაახლოებით 100 მლნ დოლარამდე ექსპორტი გვექნება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თხილი არ არის ერთადერთი კულტურა, რომლის ექსპორტიც გაზრდილია. წელს, მეხილეობის ყველა მიმართულებაში გვქონდა მნიშვნელოვანი ზრდა.

სწორედ ეს არის ჩვენი სამინისტროს სტრატეგია და გეგმაც, რომ მომდევნო წლებში, იმ პროგრამების შედეგად, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, მეხილეობის დარგი აღორძინდეს და განვითარდეს. ახალი ბაღების გაშენებისა და არსებულის რეაბილიტაციის შედეგად, ყოველ წელს, ჩვენ ხილის ექსპორტის მზარდი მონაცემები უნდა გვქონდეს.
2019 წელს, ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული ატმის სეზონი. ასევე წარმატებით მიმდინარეობს ციტრუსოვანი კულტურების სეზონიც. უნდა აღინიშნოს, რომ მანდარინის ექსპორტი, უკვე აჭარბებს გასული წლის მონაცემებს. დღეისათვის, უკვე ექსპორტირებულია 15 000 ტონაზე მეტი. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს დასავლეთ საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურის, ხურმის ექსპორტის კუთხით. უკვე ექსპორტირებულია 7 300 ტონაზე მეტი ხურმის კულტურა. წინა წელთან შედარებით, საექსპორტო მონაცემები თანხაში ფაქტობრივად, 100 % - ით არის გაზრდილი.

მეხილეობის მიმართულებით გაზრდილი საექსპორტო მაჩვენებლების გარდა, მნიშვნელოვნად მზარდია ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის - ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კუთხით რეკორდული მონაცემები გვაქვს. დღეისათვის, უკვე ექსპორტირებულია 85 მლნ ბოთლზე მეტი ქართული ღვინო, რაც თანხაში 220 მლნ აშშ დოლარამდეა. უნდა აღინიშნოს, რომ წინა წელთან შედარებით, რაოდენობაში ზრდა 10%-ს, ხოლო თანხაში 20%-ს შეადგენს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ვფიქრობ, ასეთი მიღწევები, იმ სწორი აგრარული პოლიტიკის შედეგია, რომელსაც სახელმწიფო ბოლო წლების განმავლობაში თანმიმდევრულად ახორციელებს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა