logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ზაზა გაბუნია: ჩვენ დღეს ვამტკიცებთ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში რიკოთის უღელტეხილზე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა აშენდება
ზაზა გაბუნია: ჩვენ დღეს ვამტკიცებთ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში რიკოთის უღელტეხილზე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა აშენდება
14:20 13.12.2019
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ ,,საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ მხარი დაუჭირეს.

სასესხო შეთანხმება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო კონსულტაციები აზიის განვითარების ბანკთან აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთის მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტის დასაფინანსებლად, რაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის დასაფინანსებლად აზიის განვითარების ბანკი მზადაა საქართველოს გამოუყოს სესხი 255,100,000 ევროს ოდენობით.

მომხსენებლის განცხადებით, რიკოთიდან ზესტაფონის მიმართულებით, სამ ლოტზე უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება, დაწყებულია სამუშაოები და მეოთხე მონაკვეთთან დაკავშირებით, რომელიც დარჩენილი იყო საქართველოს მთავრობის 2019წ 26 ნოემბრის N2438 განკარგულების და 2019 წ 26 ნოემბრის N489 პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, 2019 წლის 27 ნოემბერს ხელი მოეწერა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის (შორაპანი-არგვეთის მონაკვეთი).

მაგისტრალის სიგრძეა 15 კილომეტრი, რომელზეც 15 ხიდი და 14 გვირაბი აშენდება. სესხის მოცულობაა 255,100,000 ევრო, სესხის ხანგრძლივობაა - 26 წელი, შეღავათიანი პერიოდი 11 წელი. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2015 წლის 30 ივნისი.



პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით განახორციელებს.



მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. პროექტის ინფრასტრუქტურულ ნაწილთან დაკავშირებით კი განმარტებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა გააკეთა.



„ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დიდი და ამბიციური სამშენებლო და საგზაო მაგისტრალური სამუშაოებისა, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ, დღეს მხარი დავუჭირეთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში რიკოთის უღელტეხილზე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა აშენდება“,-განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა