logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: მისასალმებელია, რომ საქართველოში ბიზნესი ცდილობს, საკუთარ საქმიანობაში სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები აქტიურად დანერგოს
ეკატერინე მიქაბაძე: მისასალმებელია, რომ საქართველოში ბიზნესი ცდილობს, საკუთარ საქმიანობაში სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები აქტიურად დანერგოს
22:24 12.12.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის „მელიორა 2019“ - ის დაჯილდოების ცერემონიაზე პრიზი „კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის ბაზარზე“ კომპანია „უნივერს ბიზნეს გრუპის“ გენერალურ დირექტორს რომან ბადალიანს გადასცა. პრიზი კომპანიამ უფასო ტრენინგებისა და კონსულტაციების გაწევისთვის მიიღო.

დაჯილდოება სასტუმრო „ბილტმორში“ ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში გაიმართა.

მოკლე მისალმებაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სოციალური პასუხისმგებლობის კომპონენტს თანამედროვე ბიზნეს-პროცესებში. „ჩვენ არჩევანი ევროპულ ფასეულობებზე გავაკეთეთ, რაც, თავის მხრივ, ასევე ნიშნავს ბიზნეს ურთიერთობებში თანამედროვე დასავლური სტანდარტების დამკვიდრებას, მათ შორის, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ წელს „მელიორას“ კონკურსში გაცილებით მეტი პროექტი მონაწილეობდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის იდეა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მისასალმებელია, რომ კომპანიები ცდილობენ, საკუთარ საქმიანობაში აღნიშნული პრინციპები აქტიურად დანერგონ,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

“მელიორას“ დაჯილდოება წელს მეორედ ჩატარდა. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც ქართველ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც იყვნენ, გამარჯვებულები და რჩეული კომპანიები 10 კატეგორიაში გამოავლინა. მათ შორის, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა „მწვანე ინიციატივა“, „საზოგადოების მხარდაჭერა“, „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“, სექტორთა პასუხისმგებლობა - გაზიარებული პასუხისმგებლობა“, „ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა“, „წლის პასუხისმგებელი მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი“ და სხვ.

დაჯილდოებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და ბიზნეს წრეების, აგრეთვე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა