logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: მგზავრთნაკადის ზრდა და მათთვის უსაფრთხო და მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა მნიშვნელოვანია ტურიზმისა და არა მხოლოდ ამ დარგის განვითარებისთვის
ნათია თურნავა: მგზავრთნაკადის ზრდა და მათთვის უსაფრთხო და მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა მნიშვნელოვანია ტურიზმისა და არა მხოლოდ ამ დარგის განვითარებისთვის
21:12 11.12.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოს აეროპორტებში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. მინისტრმა ნათია თურნავამ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია მგზავრთნაკადის სტატისტიკის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, მათ შორის, საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის, ფრენების უსაფრთხოების ამაღლებისა და მგზავრობის პირობების გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

პრეზენტაცია კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ წარმოადგინა. მისი თქმით, საქართველოს ხუთივე აეროპორტის - სამი საერთაშორისოს და ორი ადგილობრივის - განვითარებისთვის 2019 წელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აეროპორტებში მგზავრთნაკადის სტატისტიკაზე.

გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პროგნოზით, თბილისის აეროპორტში წლის დასაწყისში არსებული მოლოდინით, როდესაც რუსეთის მიმართულებით ფრენები სრულდებოდა, ნოემბერში 13-პროცენტიანი ზრდა უნდა ყოფილიყო, რეალურად კი თბილისის შემთხვევაში გვაქვს 18-პროცენტიანი კლება. ბათუმის აეროპორტში საპროგნოზო 15-პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, მხოლოდ 7-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, სადაც არსებული მაჩვენებლები მოლოდინებზე მეტია, ქუთაისის აეროპორტია. 2019 წლის დასაწყისში, ნოემბრის თვეში 42 პროცენტიანი ზრდის მოლოდინი იყო, რეალურმა ზრდამ კი 50 პროცენტი შეადგინა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის შეფასებით, ამის მიზეზია ქუთაისში ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Ryanair - ის შემოსვლა და Wizz air-ის მიერ ახალი მიმართულებების დამატება.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასასრულს უახლოვდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რის შედეგადაც აეროპორტის გამტარუნარიანობა 4-ჯერ გაიზრდება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. ახალი აეროპორტის საშუალო წლიური გამტარუნარიანობა 2 მლნ მგზავრს შეადგენს. მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა პროექტით გათვალისწინებულ ვადებში დასრულება და პირველ მგზავრებს 2020 წლის შემოდგომაზე მიიღებს.

“ჩვენ სამოქალაქო ავიაციის სფეროში ვაგრძელებთ „ღია ცის“ პოლიტიკას, რაც უზრუნველყოფს ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას და ახალი პირდაპირი მიმართულებების განვითარებას. ეს ასევე არის გაზრდილი მგზავრთნაკადი, რომელთა დიდი ნაწილიც ტურისტული მიზნებით ჩამოდის საქართველოში. ამდენად, მგზავრთნაკადის ზრდა და მათთვის უსაფრთხო და მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა მნიშვნელოვანია ტურიზმისა და ქვეყნის ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. ამავე დროს, მინისტრის თქმით, აუცილებელია, ქუთაისის აეროპორტში სარეკონსტრუქციო სამუშაოების პარალელურად მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ნათია თურნავამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობას როგორც ქუთაისში, ასევე საქართველოს სხვა აეროპორტებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელებაზე მკაცრი მონიტორინგი დაავალა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა