logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ნათია თურნავა - ინფლაციის შემაკავებელი ღონისძიებები ჩვენი ეკონომიკური გუნდის და მათ შორის ეროვნული ბანკის პირველადი ზრუნვის საგანია
ნათია თურნავა - ინფლაციის შემაკავებელი ღონისძიებები ჩვენი ეკონომიკური გუნდის და მათ შორის ეროვნული ბანკის პირველადი ზრუნვის საგანია
17:17 11.12.2019
"ჩვენი ეკონომიკური გუნდის და მათ შორის ეროვნული ბანკის, პირველადი ზრუნვის საგანი ინფლაციის შემაკავებელი ღონისძიებებია და თქვენ ხედავთ, რომ ეს ღონისძიებები ხორციელდება წარმატებით - ლარი მყარდება" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს ყველაფერი არის როგორც ეროვნული ბანკის პოლიტიკის, ასევე მთლიანად მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობის შედეგი.
რაც შეეხება იმას, პარალელურად როგორ არ შენელდეს ეკონომიკური ზრდა, ნათია თურნავას განცხადებით, ამისთვის არსებობს არამონეტარული ბერკეტები, რისი გამოყენებაც მაქსიმალურად ხდება.

"ეს არის დააჩქარებული პრივატიზაცია. როგორც იცით, პრივატიზაციაში წამოვიწყეთ და მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები, აგრეთვე ეს არის წიაღში გამარტივებული ლიცენზიების გაცემა, ტურიზმის წახალისება, საექსპორტო წარმოების წახალისება. აქედან გამომდინარე, სრულიად რეალისტურად მიმაჩნია, რომ არ გვქონდეს ეკონომიკური ზრდის შენელება და პირიქით, გვქონდეს მაღალი ზრდა რეგიონში, როგორც ამას საერთაშორისო ორგანიზაციები პროგნოზირებენ. ასევე პარალელურად, ლარმაც განაგრძოს გამყარება. სწორედ ამაზეა საუბარი ეროვნული ბანკის განცხადებაშიც, რომ ლარი შესაძლოა კიდევ გამყარდეს და ინფლაციაც მომავალ წელს დაუბრუნდეს თავის ნიშნულს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბიზნესის მხრიდან არის ნდობა მათ შორის იმ გადაწყვეტილებების, რასაც ამ ბოლო დროს მთავრობა იღებს, იგივე ლარის კურსის ნორმალიზების თვალსაზრისით.

"ეს გადაწყვეტილებები არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რაც შედეგად მოიტანს ლარის კურსის დინამიკის სტაბილურობას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რასაც სხვადასხვა ბერკეტი უზრუნველვყოფთ და ინფლაციის შემცირებას" - დასძინა ნათია თურნავამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა