logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ნადარეიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ირაკლი ნადარეიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
13:58 11.12.2019
ირაკლი ნადარეიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ახალ პოსტზე ის კურირებას გაუწევს სამინისტროს სისტემაში შემავალ სამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს.

მინისტრის მოადგილე კოორდინაციას გაუწევს მეწარმეობის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის მსურველი კომპანიებისა და მოქალაქეების ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების პროცესს.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე ირაკლი ნადარეიშვილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოსტი ეკავა. კერძოდ, 2018 – 2019 წლებში ის იყო სტრატეგიული ანალიზის ჯგუფის უფროსი, მოგვიანებით კი სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე.

სამინისტროს სისტემაში ირაკლი ნადარეიშვილი ბიზნესიდან მოვიდა. 2013 – 2016 წლებში ის საერთაშორისო კორპორაციის „Imperial Brands“ - ის კორპორაციული დირექტორი იყო კავკასიასა და მოლდოვაში, ხოლო 2017 – 2018 წლებში საკონსულტაციო კომპანიის „Penton&Gramercy LLC“ პარტნიორი და დირექტორი. ირაკლი ნადარეიშვილს სხვადასხვა წლებში ნამსახურები აქვს ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებში, როგორიცაა „Ernst & Young LLC“, „IBG“, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, „იბერია დეველოპმენტი და სხვ.

ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც 1993 - 1998 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა და ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში მიენიჭა, 2007 – 2008 წლებში გაერთიანებულ სამეფოში „Oxford Brookes University“ - ში განაგრძო სწავლა, სადაც საერთაშორისო უძრავი ქონების მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.

ირაკლი ნადარეიშვილი დიდი ბრიტანეთის შემფასებელთა სამეფო საზოგადოების - Royal Institution of Chartered Surveyors წევრია.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა