logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
2020 წლიდან საზღვაო აკადემიის ყველა კურსდამთავრებული შეძლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო წვრთნის გავლას
2020 წლიდან საზღვაო აკადემიის ყველა კურსდამთავრებული შეძლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო წვრთნის გავლას
16:56 10.12.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს საზღვაო აკადემიის სტუდენტთა საზღვაო პრაქტიკის სახელმწიფო დაფინანსების თაობაზე.

არსებული მდგომარეობით, საზღვაო პრაქტიკის სავალდებულო 6-თვიან ნაწილს სასწავლებლები უზრუნველყოფენ, მაგრამ იმისთვის, რომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა გაცილებით სწრაფად მოახერხონ მაღალი პოზიციების დაკავება, საჭიროა დამატებით 6-თვიანი პროფესიული პრაქტიკა საერთაშორისო ნაოსნობაში. სწორედ აღნიშნულ წვრთნას დააფინანსებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და აჭარის მთავრობა.

„საზღვაო განათლების მხარდაჭერის პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფომ დღეს კიდევ ერთი პრობლემა გადაჭრა - 2020 წლიდან აკადემიის ყველა კურსდამთავრებული შეძლებს გაიაროს სწავლების შემდგომი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო პრაქტიკა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი სტუდენტების წარმატებით დასაქმებას“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ამასთან, თამარ იოსელიანის განცხადებით, „დღეს საქართველო მსოფლიო სახელმწიფოებს შორის მე-13 ადგილს იკავებს ევროკავშირის გემებზე ოფიცერთა შემადგენლობის მიწოდების კუთხით, მაგრამ ეს ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი არ არის. „ქართველ მეზღვაურებს გააჩნიათ ზღვაოსნობისთვის საჭირო უნარები და კვალიფიკაცია მაღალი პოზიციების დასაკავებლად. შესაბამისად, სახელმწიფო ერთი მხრივ, მხარს უჭერს საზღვაო განათლების გაძლიერებას, და მეორე მხრივ, ხელს უწყობს მეზღვაურებს სწავლების შემდგომ წარმატებით დასაქმებაში“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, მეზღვაურთა წვრთნის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, სახელმწიფო აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთანაც.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა