logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა - 2020 წელს მცირე საწარმოები 3000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებენ
ნათია თურნავა - 2020 წელს მცირე საწარმოები 3000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებენ
16:44 10.12.2019
„დღეს აქ შეკრებილი ადამიანები სათითაოდ ხართ მცირე ბიზნესი, მაგრამ მთლიანობაში დიდი დამსაქმებელი სექტორი. რამდენადაც ვიცი, უახლოეს პერიოდში ჯამში 1000-მდე ადამიანი დასაქმდება მხოლოდ თქვენი ბიზნესების ფარგლებში, - ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 50 მცირე მეწარმეს, რომლებსაც მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზია გამარტივებული წესით გადაეცათ. ეს შესაძლებელი გახდა ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, რამაც სამეწარმეო დანიშნულებით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემის პროცედურა გაამარტივა.

„მიხარია და ამაყი ვარ, რომ ჩვენს მიერ დაწყებული რეფორმის შედეგად, მაქვს პატივი, მოგესალმოთ და გადმოგცეთ ლიცენზიები, რომელთა მისაღებადაც სხვა შემთხვევაში საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელი პროცედურების გავლა დაგჭირდებოდათ. რა თქმა უნდა, მეწარმეს, რომელიც დაკავებულია სხვა პროფილის საქმიანობით, მათ შორის იქნება ეს მცირე ფერმები, სასტუმროები, სამრეცხაოები თუ კვების ობიექტები, იმისთვის, რომ საკუთარ ტერიტორიაზე მდებარე ჭაბურღილიდან ტექნიკური წყლით ისარგებლოს, არ უნდა სჭირდებოდეს აუქციონში მონაწილეობა და საკმაოდ ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა. - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია მიკრო, მცირე და საშუალო წარმოებების ხელშეწყობა.

„წლის ბოლომდე ჩვენგან მსგავს ლიცენზიას 120 მცირე საწარმო მიიღებს. მომავალ წელს მათი რიცხვი უკვე რამდენიმე ასეული იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან თქვენ შექმნით ახალ სამუშაო ადგილებს არამარტო ქალაქად, არამედ სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, მაღალმთიან სოფლებში. 2020 წელს მთელი ინდუსტრია 3000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა