logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან მგალობლიშვილი:  აგრო-სასურსათო ბალანსის გაუმჯობესება აუცილებელია, რათა ქვეყანაში წარმოებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ მაქსიმალურად ჩაანაცვლოს იმპორტი
ლევან მგალობლიშვილი: აგრო-სასურსათო ბალანსის გაუმჯობესება აუცილებელია, რათა ქვეყანაში წარმოებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ მაქსიმალურად ჩაანაცვლოს იმპორტი
14:39 10.12.2019
"ქართული ციტრუსი კონკურენტუნარიანია და თანამედროვე, დადგენილი სტანდარტით არის ბაზარზე წარმოდგენილი. წელს ტრადიციულ ბაზრებს კიდევ 4 ქვეყანა - სლოვენია, სინგაპური, ლიეტუვა და ყატარი დაემატა, გაჩნდა ინტერესი ბელარუსის მხრიდანაც. დარწმუნებულები ვართ, ექსპორტის ეს მიმართულებები ეტაპობრივად მზარდი იქნება",-ამის შესახებ დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


პარლამენტის წევრმა ეკონომიკისა და სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის სოფლის მეურნეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია აგრო-სასურსათო ბალანსის გაუმჯობესება, რათა ქვეყანაში წარმოებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ მაქსიმალურად ჩაანაცვლოს იმპორტი, დააკმაყოფილოს შიდა მოთხოვნა და გავიდეს ექსპორტზე. დეპუტატმა კოლეგებსა და საზოგადოებას წლევანდელი მოსავლიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.



"აბაშის რაიონში სიმინდის მოსავალმა წელს 28 ათას ტონას გადააჭარბა. არ ყოფილა დაბრკოლება არც დამუშავებისა და არც მოსავლის აღების პროცესში. სახელმწიფომ სრულად უზრუნველყო და აღჭურვა ადგილობრივი მოსახლეობა საჭირო ტექნიკით. აჭარის და გურიის მოსახლეობის შემოსავალი და მათი ეკონომიკური მდგომარეობა დიდწილად არის დამოკიდებული ციტრუსის მოსავალზე. წლევანდელი მანდარინის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 55 ათას ტონამდეა, რაც არ არის მასშტაბური, თუმცა, თვითონ პროდუქტის ხარისხი არის გამორჩეული, ისევე, როგორც სიმინდის, რაც განაპირობებს მაღალ საბაზრო ფასს. სწორედ მაღალი ხარისხის მისაღწევად ჩატარდა პრევენციული ღონისძიებები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, რამაც მინიმუმამდე შეამცირა მავნებლის მიერ ციტრუსის კულტურის დაზიანება",- განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.


მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით მუშაობს საკოორდინაციო შტაბი, რომელიც მოსავლის დაბინავების ორგანიზებულად ჩატარებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, გადამამუშავებელი საწარმოები მზად არიან არასტანდარტული პროდუქციის მისაღებად. დეპუტატის ინფორმაციით, აჭარასა და გურიაში ციტრუსის მოსავლის დაბინავებაში აქტიურად არის ჩართული 25 კომპანია, რომელთა შორის 14 ექსპორტზე მუშაობს. მისივე თქმით, ხილის გადამუშავების მიმართულებით აჭარის და გურიის რეგიონებში , ახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში 7 ახალი საწარმო ფუნქციონირებს, პარლამენტის წევრმა აღნიშნა, რომ საერთო ინვესტიცია 10 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და შექმნილია 155 ახალი სამუშაო ადგილი.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა