logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავ: როგორც შევპირდით მოსახლეობას, გაზის მოხმარების რეგულაციების ნაწილი გამკაცრებულია, ნაწილი კი საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს
ნათია თურნავ: როგორც შევპირდით მოსახლეობას, გაზის მოხმარების რეგულაციების ნაწილი გამკაცრებულია, ნაწილი კი საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს
18:12 09.12.2019
„პირველ რიგში, მინდა დიდი მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალბატონის გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. ასევე იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ექიმების დახმარებით, ამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კო მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ნაძალადევში, დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო.

მინისტრის თქმით, რაც შეეხება გაზის მომხმარების რეგულაციების გამკაცრებას, რეგულაციების ნაწილი გამკაცრებულია , გაზის ლიცენზიანტი კომპანიები მკაცრად ამოწმებენ ბინებს და ხსნიან თვითნაკეთ და კუსტარულად დამონტაჟებულ მოწყობილობებს.
„რეგულაციების ნაწილი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, ეს პაკეტი უკვე შემუშავებულია და გადაგზავნილია მთავრობაში. ამ ეტაპზე მიდის განხილვა, რადგან საკმაოდ კომპლექსური საკითხია, აქვს თავისი სოციალური დატვირთვა და ჩვენ ყველა შედეგი წინასწარ უნდა გავთვალოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ და როგორც საკუთარი, ისე მეზობლების სიცოცხლის გაფრთხილებისკენ.
„კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ ძალიან ფრთხილად მოეკიდონ საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მეზობლების სიცოცხლეს. მინდა გთხოვოთ, რომ ძალიან ფრთხილად მოვეკიდოთ გაზის მოხმარების წესებს , დავიცვათ ეს წესები და არ მივაერთოთ უკვე ერთხელ ჩახსნილი დანადგარი თვითნებუროდ, რომ მომავალში თავიდან ავირიდოთ ფატალური შედეგები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა