logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ არსებითად შევცვალეთ მიდგომა საგადასახადო შემოწმებებთან მიმართებაში
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ არსებითად შევცვალეთ მიდგომა საგადასახადო შემოწმებებთან მიმართებაში
17:30 09.12.2019
საგადასახადო პოლიტიკაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა საგადასახადო სანქციების ლიბერალიზაციის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე ისაუბრა დეკლარირების კულტურის ამაღლების ღონისძიებებზე.

„საგადასახადო პოლიტიკა, საჯარო ფინანსების მართვის მნიშნველოვანი და შესაძლებელია ითქვას ყველაზე სენსიტიური მიმართულებაა, ვინაიდან საბიუჯეტო და ვალის მართვის პოლიტიკისგან განსხვავებით, პირდაპირ ვრცელდება ბიზნესსექტორზე“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს სპეციალურ პროგრამას ნებაყოფლობითი დეკლარირების უზრუნველსაყოფად, რომლის ამოქმედების შემდგომ დეკლარირებული გადასახადის დროული გადახდის მაჩვენებელი გაიზარდა 98%-მდე, რაც დადებითად აისახა საგადასახადო შემოსავლებზე.

ივანე მაჭავარიანის თქმით, მიმდინარე წელს, არსებითად შეიცვალა მიდგომა საგადასახადო შემოწმებებთან მიმართებაში და ნაცვლად 3-წლიანი სრული გასვლითი შემოწმებებისა, აქცენტი გაკეთდა თემატურ შემოწმებებზე.

„თემატური შემოწმებები განპირობებულია დღგ-ის დეკლარაციების კონტროლის სისტემით, რომელიც კონცენტრირებულია კონკრეტულ საგადასახადო რისკზე და შესაბამისად, არ ხდება სრული საგადასახადო შემოწმების ჩატარება. დღეს, საგადასახადო შემოწმებები კანონდარღვევის პრევენციაზეა ორიენტირებული, რამაც თავის მხრივ, შეამცირა დარიცხულ თანხებზე დავები და ორჯერ 12%-იდან 25%-მდე გაზარდა დარიცხული თანხების გადახდის მაჩვენებელი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, ამ და კიდევ სხვა არაერთმა სისტემურმა განახლებამ, შედეგად მოიტანა საგადასახადო შემოსავლების თავდაპირველად დაგეგმილ მაჩვენებელზე 130 მილიონი ლარით გადაჭარბება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა