logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ ელექტროენერგიკული ბაზრის რეფორმის პერიოდში ესკო 2019 წელს საოპერაციო მოგებით ასრულებს
ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ ელექტროენერგიკული ბაზრის რეფორმის პერიოდში ესკო 2019 წელს საოპერაციო მოგებით ასრულებს
13:22 09.12.2019
მიმდინარე წელს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) საოპერაციო მოგებით ასრულებს. კომპანიის გენერალური დირექტორის ზაზა დვალიშვილის განცხადებით, ის გარემოება, რომ ესკო წელს მოგებით ასრულებს, სამომავლოდ ელექტროენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აღნიშნული განცხადება ზაზა დვალიშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას გააკეთა, რომელსაც მინისტრი ნათია თურნავა და სამინისტროს სხვა პასუხისმგებელი პირები დაესწრნენ.

პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ 2019 წელი ელექტროენერგეტიკულ სექტორში ძირეული რეფორმების დაწყების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. ესკოს გენერალური დირექტორის განცხადებით, დადებითი შედეგი სახეზეა, რადგან ბაზარზე პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებულ საწარმოთა შორის კონკურენცია გაიზარდა.

რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის 1-ელი მაისიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს შესაძლებლობა აქვს, ელექტროენერგია საბაზრო ფასად შეისყიდოს. ბაზრის დერეგულირების რეფორმის ეს მიმართულება მნიშვნელოვანია პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოებისთვის, რომ მათ გაზარდონ საკუთარი წარმოებების ენერგოეფექტურობა და იფიქრონ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე. რეფორმის შედეგად, 2019 წელს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ 11 მიმწოდებელი და 10 პირდაპირი მომხმარებელი დარეგისტრირდა.

ზაზა დვალიშვილის განცხადებით, რეფორმა 2020 წელსაც გაგრძელდება. "ენერგეტიკაში მოსალოდნელი სიახლეები გულისხმობს ვაჭრობის ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, რისი საწინდარიც არის ახალი სტრუქტურა - „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“. რეფორმა უნდა განხორციელდეს მასთან ერთობლივად მთავრობის მიერ ახალი სტრატეგიის მოთხოვნების შესაბამისად ვაჭრობის სქემის დანერგვისათვის," - განაცხადა ესკოს გენერალურმა დირექტორმა. მისი თქმით, სექტორში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ელექტროენერგეტიკული ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და მომხმარებლებისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ესკო-ს მომავალში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება რეფორმის პერიოდში არსებული გამოწვევების პირობებში და იგი კვლავ გააგრძელებს საქმიანობას სექტორის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

შემაჯამებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ ესკო რეფორმის პერიოდში მიმდინარე საოპერაციო წელს მოგებით ასრულებს. "ჩვენ დავიწყეთ ელექტროენერგეტიკული ბაზრის უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელება, რომელმაც ქვეყანაში ელექტროენერგეტიკის თანამედროვე დასავლური საბაზრო პრინციპები უნდა დანერგოს. ამით ჩვენ სერიოზული ნაბიჯი გადავდგით საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცების, ენერგოეფექტურობის გაზრდისა და ქართული ინდუსტრიის აღორძინების მიმართულებით. ენერგეტიკული რეფორმა კარგი სტიმულია იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც საქართველოს გენერაციის ობიექტებში დამატებითი ინვესტიციას განხორციელებით არიან დაინტერესებულნი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიები რეფორმის მიმდინარეობის პროცესში ფინანსურად მყარი და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული იყვნენ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციასთან ერთად ესკო-ს მომავალ საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს ენერგოეფექტურობას და გარემოს დაცვით საკითხებს და მათ წახალისებას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა