logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ტურიზმი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გამწევ ძალად იქცა
ნათია თურნავა: ტურიზმი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გამწევ ძალად იქცა
00:01 07.12.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ Welcome to Georgia-ს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ნათია თურნავამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ტურიზმი უკვე იქცა ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გამწევ ძალად.

„ეს არის ინდუსტრია, რომელმაც გასულ წელს 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეიტანა ჩვენს ეკონომიკაში. სწორედ ამიტომ ვამაყობთ იმ შედეგებით, რაც გვაქვს, სწორედ ამიტომ აღარ იწვევს ეჭვს ის ფაქტი, რომ თუკი ადრე ვსაუბრობდით, რომ ჩვენი ეკონომიკის მთავარი გამწევი ძალა არის მრეწველობა, მშენებლობა და სხვა ბევრი დარგი, დღეს ტურიზმი, სერვისინდუსტრია არის ჩვენი ეკონომიკური განითარების ერთ-ერთი ლოკომოტივი, ძალიან დიდი იმედი და პერსპექტივა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, შარშან საქართველომ 8,7 მილიონ სტუმარს უმასპინძლა, წელს კი უკვე 11 თვეში იგივე შედეგს მივაღწიეთ. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ წელს რეკორდული მაჩვენებელი 9 მილიონამდე გაიზრდება.
მისივე თქმით, მიუხედავად ყველა გამოწვევისა, რის წინაშეც აღმოჩნდა წელს ტურიზმის სექტორი და თითოეული ჩვენგანი, ეს დარგი მაინც ვითარდება და დიდი პერსპექტივა გააჩნია.

„იცით, რომ ძალიან ბევრი გავაკეთეთ, რათა მყისიერად მოგვეხდინა რეაგირება და გვერდში დავდგომოდით ამ ინდუსტრიის ყველაზე დაუცველ სეგმენტს - მცირე სასტუმროებს.
ვგულისხმობ პროგრამას, რომელიც მივმართეთ მცირე სასტუმროების ბანკების სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე. ჩვენი მოვალეობა იყო, რომ მოულოდნელ გასაჭირში, რის წინაშეც ივნისის მოვლენების შემდეგ აღმოვჩნდით, დავდგომოდით გვერდში ამ მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ჯგუფს. მიხარია, რომ დღეისთვის 70-ზე მეტმა მცირე სასტუმრომ ისარგებლა ამ დახმარებით. ასევე მიხარია, რომ მიუხედავად გამოწვევისა, ჩვენი ტურიზმი უბრუნდება თავის ტრაექტორიას. ეს არ არის მთლად ის, რასაც ყველანი ერთად ველოდით თავიდან, მაგრამ ეს არის შეუქცევადი ზრდა. დარწმუნებული ვარ, რომ გაისად ავანაზღაურებთ იმ დანაკლისს, რაც გვქონდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა