logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავამ ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორები დააჯილდოვა
ნათია თურნავამ ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორები დააჯილდოვა
23:58 06.12.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ Welcome to Georgia-ს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონიაზე ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კამპანიის Spend Your Summer in Georgia ორგანიზატორები დააჯილდოვა.

როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, კამპანიის ინიციატორებმა თავიანთი კრეატიული იდეით შეძლეს და გამოწვევის დროს მთელი საქართველო გაერთიანეს.

„დღეს მომეცა შესაძლებლობა, ტურიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დამეჯილდოვებინა ძალიან კრეატიული ახალგაზრდების ჯგუფი, რომელთაც მოიფიქრეს და საფუძველი ჩაუყარეს კამპანიაა „გაატარე ზაფხული საქართველოში“, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა ამ ერთიანი ლოზუნგის ირგვლივ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ეკონომიკის მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში მოღვაწე ყველა ადამიანს.

მისი განცხადებით, ეს დარგი და ამ დარგში მოღვაწე ადამიანები არიან ის ძალა, ვისაც საქართველოს სახელი მსოფლიოში გააქვს.

„თუკი ვინმე ბრძანდება ჩვენი ქვეყნის პატრიოტი, ეს არის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში დაკავებული ადამიანები. თქვენ შეძელით და გადაეცით თქვენი სიყვარული, თქვენი ემოცია ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, მთელ მსოფლიოს და მადლობა ამისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უპასუხოს სექტორში არსებულ გამოწვევებს, ასევე მხარში დაუდგეს სექტორს და კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოიზიდოს საქართველოში.

ნათია თურნავას განცხადებით, მომავალ წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია ძირითადად ორიენტირებული იქნება ისეთ საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიცაა CNN, National Geographic, ბლუმბერგი, გუგლი და სხვა.
„გარდა ამისა, ჩვენ აქტიურ პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ საავიაციო სივრცეში, ბოლომდე გავხსენით ჩვენი ცა და მაქსიმალურად შემოგვყავს დაბალბიუჯეტიანი კომპანიები. დარწმუნებული ვარ, ეს საშუალებას გაძლევთ, უკეთ მოემსახუროთ თქვენს ბიზნესს, ამ დარგს, ჩვენ მოსახლეობას და რა თქმა უნდა, მეტი ტურისტი შემოიყვანოთ ქვეყანაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

დაჯილდოების ცერემონიაზე, ტურიზმისა და მასპინძლობის დარგის 380-ზე მეტ წარმომადგენელს შორის 26 გამარჯვებული გამოვლინდა.

ღონისძიებას 700-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი და საერთაშორისო და ადგილობრივი მედია. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან ტარდება საქართველოში, და წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო, უნიკალურმა პლატფორმამ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა