logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჩვენ მივაგენით სწორ ბალანსს მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის იმისთვის, რომ ჰესი აშენდეს
ნათია თურნავა: ჩვენ მივაგენით სწორ ბალანსს მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის იმისთვის, რომ ჰესი აშენდეს
15:52 05.12.2019
„ჩვენ მივაგენით იმ სწორ ბალანსს, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს ნაპოვნი მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის იმისთვის, რომ ჰესი აშენდეს. ჩვენ შეიძლება იმ ტემპით ვერ ვვითარდებით, რაც ენერგეტიკოსებს გაუხარდებოდათ და ჩვენს ეკონომიკას სჭირდება, მაგრამ ტემპი იზრდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების ხელშეწყობაა. ნათია თურნავას თქმით, ჰესების მშენებლობის პერიოდის გახანგრძლივება 2017 წლიდანაა აქტუალური, როდესაც ქვეყანამ შესაბამისი კანონმდებლობა გაამკაცრა.

„მანამდე ჰესის მშენებლობა შედარებით მარტივი იყო. დღეს გაცილებით მეტი მუშაობა მართებს მთავრობას და ინვესტორს, რადგან მომზადდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, ამაღლდა სოციალური პასუხისმგებლობა, მოსახლეობამ გაათვითცნობიერა, რომ გაცილებით მეტის მომთხოვნის შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ საკუთარი სოციალური თუ გარემოსდაცვითი უფლებები დაიცვას. ყოველივე ეს დიდ სამუშაოს საჭიროებს. ამის გამო, რიგი ობიექტების მშენებლობა შეფერხებული იყო და დღესაც ფერხდება,“ - განაცხადა მინისტრმა.

ამის მიუხედავად, მინისტრის ინფორმაციით, ბოლო წელიწადში რამდენიმე ენერგოობიექტი გაიხსნა. „ჩვენ ისინი ზედმეტი ხმაურის გარეშე გავხსენით. ზოგჯერ, როდესაც არ არის აჟიოტაჟი, თქვენც, მედია არ ინტერესდებით და ამიტომ თქვენი ყურადღების მიღმა რჩება, რომ მცირე და საშუალო ჰესები შენდება. ჩვენ სტატისტიკა გამოვაქვეყნეთ და ბოლო თვეებში 11 ახალი მცირე და საშუალო ჰიდროსადგური ამოქმედდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ 20-30 ადამიანის დასაქმებისთვის თითოეულ იმ რეგიონში, სადაც ეს სადგურები ამოქმედდა. ეს არის 200 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია. ესაა დამატებით დაახლოებით 100 მგვტ. დადგმული სიმძლავრე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება მსხვილი ჰესების მშენებლობას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისტორიული უწოდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ კონტრაქტს „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის შესახებ. „ნამახვანის ისტორიული კონტრაქტი წლებია, მზადდებოდა. ჩვენ ვეხმარებით ინვესტორს და ვვარაუდობთ, რომ მომავალი წლის დასაწყისში ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით იქნება მშენებლობის ნებართვა აღებული და მშენებლობა დაიწყება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება ქარის ენერგიის ათვისების მიმართულებაზე. „საქართველოში ქარის რამდენიმე ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაზე ვმუშაობთ. მთავრობის ბოლო ორ სხდომაზე ჩვენ ორ ასეთ პროექტს დავუჭირეთ მხარი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა