logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჩვენს მიერ დაწყებული უპრეცედენტო პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში უკვე გაიყიდა ექვსი ობიექტი და 8 მილიონ ლარზე მეტი შემოვიდა
ნათია თურნავა: ჩვენს მიერ დაწყებული უპრეცედენტო პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში უკვე გაიყიდა ექვსი ობიექტი და 8 მილიონ ლარზე მეტი შემოვიდა
15:38 05.12.2019
მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენს მიერ რამდენიმე დღის წინ დაწყებული უპრეცედენტო საპრივატიზაციო პროექტი - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აუქციონისადმი საკმაოდ მაღალი ინტერესია და ამას მოწმობს ციფრებიც - პირველი, არასრული კვირის შედეგებიც, აუქციონის საიტს 15 ათასზე მეტი მნახველი ყავს, გაიყიდა 6 ობიექტი, რომელთა საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 6 401 000 ლარს შეადგენდა, თუმცა მაღალი კონკურენციის და ვაჭრობის შედეგად უძრავი ქონება 8 090 000 ლარად გაიყიდა. ამ ეტაპზე კიდევ 100-ზე მეტი ბიჯია განთავსებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, უკვე მზადდება ობიექტების ახალი ჩამონათვალი, რომელიც ჩაანაცვლებს ამოყიდულ ობიექტებს და ეს იქნება საკმაოდ საინტერესო ახალი ობიექტები.
ნათია თურნავას თქმით, უპრეცედენტო პროექტის შესახებ სიახლეები მოსახლეობას მუდმივად მიეწოდება.

პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ ქონების ეროვნულმა სააგენტომ კერძო ბიზნესს გასულ კვირას წარუდგინა.

პროექტის ფარგლებში საპრივატიზაციოდ 100-ზე მეტი კომერციულად მიმზიდველი საპრივატიზაციო ობიექტი გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურებით და სააგენტოს რეკომენდაციებით განთავსდა ელექტრონულ აუქციონზე.

აღნიშნულ პლატფორმა განახლებადია და მუდმივად შეივსება ახალი საპრივატიზებო ობიექტებით.

საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.

პროექტის მიზანს ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს.

გარდა ამისა, სპეციალურად შემუშავდა ციფრული ინტერაქტიულ რუკა, სადაც დატანილია ყველა საინვესტიციო პაკეტი. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ეწვიოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონს და ჩაერთოს ვაჭრობაში. აღნიშნულ პლატფორმას მუდმივად დაემატება ახალი საინვესტიციო შეთავაზებები.

ინფორმაცია გასხვისებული ობიექტების და სხვა შეთავაზებების შესახებ - http://bit.ly/2OTif9Y
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა