logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: წიაღის სექტორის რეფორმის მთავარი მიზანი ადგილობრივი მრეწველობის განვითარება, ახალი ინვესტიციები და ახალი სამუშაო ადგილებია
ნათია თურნავა: წიაღის სექტორის რეფორმის მთავარი მიზანი ადგილობრივი მრეწველობის განვითარება, ახალი ინვესტიციები და ახალი სამუშაო ადგილებია
14:47 05.12.2019
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგია დამტკიცდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიასთან განაცხადა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც წიაღის სექტორი ვითარდება და უახლოესი წლების მანძილზე განვითარდება.

საქართველოს წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგია მთავრობის სხდომაზე ერთობლივად წარადგინეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მისმა სსიპ საქართველოს წიაღის ეროვნულმა სააგენტომ, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორული რეფორმაა, რომელსაც ეკონომის სამინისტრო ახორციელებს.

ნათია თურნავას ინფორმაციით, რეფორმა არაერთ კომპონენტს მოიცავს, თუმცა, მთავარი მიზანი ადგილობრივი, ქართული მრეწველობის განვითარება, ახალი ინვესტიციების მოზიდვა და ახალ სამუშაო ადგილების შექმნაა.

„თუ აქამდე წიაღის სტრატეგიაში ჩვენი წარმატების ძირითად კრიტერიუმად მაინც იყო მიჩნეული, რამდენადაა ათვისებული წიაღისეული და რამდენად ინტერესდებიან ინვესტორები წიაღის მოპოვების ლიცენზიებით, ახლა აქცენტი მოპოვებასთან ერთად გადამუშავებაზეც გვაქვს - ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ღირებულება შეიქმნას ქვეყნის შიგნით, ექსპორტზე გავიდეს არა უბრალოდ მოპოვებული წიაღისეული, არამედ მისი გადამუშავებით მიღებული პროდუქცია“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

აქედან გამომდინარე, მინისტრის თქმით, მთავრობა საკანონმდებლო დონეზე ამკვიდრებს შემდეგ პრინციპს - ყველა ლიცენზიანტს, ვინც წიაღს მოიპოვებს, ასევე ჰქონდეთ საინვესტიციო ვალდებულებები აღებული.

„ინვესტორებს ამ საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში უნდა ჰქონდეთ როგორც შესაძლებლობა, ისე ვალდებულება, რომ გადამამუშავებელი ინდუსტრიაც შექმნან და მათ მიერ მოპოვებული წიაღისეული მაქსიმალურად თავადვე გადაამუშაონ“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.
წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვა და ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობაა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა